• რეკლამა
  • კონტაქტი
11:35, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლუკა პეტრიაშვილს შსს-მ 35 000 ლარი უნდა გადაუხადოს – 20 ივნისის საქმე

ალია ავტორი - ალია
19:16 09-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
84

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებული ლუკა პეტრიაშვილის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 35 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 20 ივნისის ღამეს ლუკა პეტრიაშვილს სამი რეზინის ტყვია მოხვდა, მათ შორის ერთ-ერთი ყბა-სახის არეში. 

პეტრიაშვილის უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებულის მიმართ სახელმწიფომ არაკანონიერი ქმედება ჩაიდინა. მისი თქმით, ეს შემთხვევა მნიშვნელოვანი პრეცედენტია 20 ივნისის ღამის სხვა დაზარალებულებისთვის.

სასამართლომ დაადგინა, რომ ლუკას მიმართ სახელმწიფომ ჩაიდინა არამართლზომიერი, არაკანონიერი ქმედებები, რამაც გამოიწვია, როგორც ფიზიკური, ისე მორალური ზიანი და ლუკას შრომისუნარიანობის მოშლა, შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დააკისრა კომპენსაცია,- თქვა ბექა ბასილაიამ.

2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტთან შეკრებილი ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, რუსი კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩაჯდომას აპროტესტებდნენ, პოლიციამ დაარბია და ძალის გამოყენებით დაშალა.

სპეცრაზმმა გამოიყენა რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი.

წყარო – მთავარი

თეგები: გიორგი გახარიავახტანგ გომელაურიშსს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved