არაღიარებული ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის “სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა” აღიარა. ინფორმაციას მთავარი არხის ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ლეონიდ პასეჩნიკმა “საგარეო საქმეთა სამინისტროს” დაავალა “დიპლომატიური ურთიერთობებზე” მოლაპარაკება დაიწყოს აფხაზეთთან.
შეგახსენებთ, პუტინმა ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები “დამოუკიდებლებად”, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა.
კომენტარები