• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლუდ „ნატახტარს“ ახალი გემო აქვს

ალია ავტორი - ალია
19:31 06-30-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
189

ლუდი „ნატახტარი“ 2021 წლის ლუდის სეზონს განსაკუთრებული ცვლილებებით ხვდება.

ბრენდი „ნატახტარი“ ინოვატორია, რომელიც ქართულ ლუდის ბაზარს ყოველწლიურად  სიახლეებს სთავაზობს.

ბოლო წლების განმავლობაში, ბრენდმა თავისი ქოლგის ქვეშ სამი ფუნქციონალურად განსხვავებული ქვებრენდი წარმოადგინა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით იყო ჩამოსხმული და სხვადასხვა რეცეპტითა და ინგრედიენტების საინტერესო სინთეზს წარმოადგენდა, რომელიც ლუდის სრულიად ახალი გემოების გასინჯვის საშუალებას აძლევდა ადამიანებს.

აღსანიშნავია „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებითა და აფორიზმებით დამშვენებული „ნატახტრის“ სპეციალური გამოშვება, ასევე შეზღუდული რაოდენობით. ამ ინიციატივის დახმარებით, ბრენდმა ადამიანებს საყვარელ ლუდთან ერთად, შოთა რუსთაველის აფორიზმები გაახსენა და არაერთხელ მოიპოვა აღიარება საერთაშორისო კონკურსებზე. სწორედ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ინოვაციებისა და ექსპერიმენტების ლოგიკური გაგრძელებაა ლუდი „ნატახტრის“ წარმოების ახალი ტექნოლოგიის – გახანგრძლივებული ფერმენტაციის დანერგვა, რომლის გამოყენებითაც მიღებულია „ნატახტრის“ ახალი, ხავერდოვანი გემო, რომელიც განსაკუთრებული ალაოსა და არომატული სვიის საუკეთესო კომბინაციით მიიღება.

ახალი გემო ადამიანების მოთხოვნილებების გულისყურით მოსმენით დაიწყო და მრავალი თვის კვლევების, ინგრედიენტების შერჩევისა და და გემური თვისებების შეფასების მრავალი ეტაპისგან შედგებოდა. შედეგით „ეფეს საქართველოში“ ძალიან ამაყობენ და დარწმუნებულები არიან, რომ მათი შრომა ლუდის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.

„მსოფლიო სწრაფად იცვლება. ეს კარგად დავინახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში: შეიცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილი, ჩვენი აღქმა და გემოვნებაც იცვლება. ბრენდებმა უნდა აუბან ფეხი ამ ცვლილებებს და თუკი მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროება დგება, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა განვვითარდეთ. სწორედ ასე მივუდექით ბრენდ „ნატახტარს“ – ჩვენი მიზანია ადამიანებს დავეხმაროთ, მაქსიმალურად დიდი სიამოვნება მიიღონ ლუდის მოხმარებით და თუკი ამისათვის ცვლილებებია საჭირო, ეს ყოველთვის მისასალმებელია.

„ნატახტრის“ ამოსავალი წერტილი ყოველთვის ადამიანი იყო. ადამიანი, რომელსაც ლუდი „ნატახტარი“ თავისად მიაჩნია. სწორედ ამ ადამიანებისთვის არის ეს ცვლილება და ჩვენ ყოველთვის მივესალმებით განვითარებას და წინსვლას, რადგან ერთ ადგილას გაჩერება დღეს უკანსვლის ტოლფასია. ამიტომ, გირჩევთ გასინჯოთ ლუდი „ნატახტრის“ ახალი ხავერდოვანი გემო და გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები,“- ამბობს „ნატახტრის“ მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა.

თეგები: ლუდინატახტარი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved