ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია:
„ლოქდაუნს ვინც ითხოვს, ისეთივე მცდარია როგორც რადიკალი ანტივაქსერი.
ლოქდაუნის შედეგი მხოლოდ მოკლე ვადიანია, მაგრამ მისივე ზარალი გრძელვადიანი. პირიქით, ყველა არსებული შეზღუდვაც უნდა გაუქმდეს, სასწრაფოდ აღდგეს ტრანსპორტიც.
საქმე აცრების მართვაშია და კიდევ უფრო გასაუმჯობესებელია ტემპიც და მოცვაც. ასევე სასწრაფოდ გასაუმჯობესებელია კოვიდიანების მკურნალობა, პროტოკოლები ძველია, როდესაც ვირუსის შტამები ასეთი დამძიმებული არ იყო, მედიკოსები პრაქტიკულად არ გადიან ტრენინგებს და მკურნალობის წესიც და ხარისხიც სასწრაფოდ გასაუმჯობესებელია.
მხოლოდ ვაქცინაცია და მკურნალობის ხარისხია სამუშაო და არავითარი შეზღუდვა”
კომენტარები