• რეკლამა
  • კონტაქტი
08:21, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლოქდაუნი” ეფექტური არ იქნება” – რა მიზეზებზე საუბრობს ინფექციონისტი

ალია ავტორი - ალია
20:55 10-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

დააგვიანა თუ არა ხელისუფლებამ ე.წ.“ლოქდაუნის“ გამოცხადება და მიიღებს თუ არა ქვეყანა არჩევნების შემდეგ ინფიცირებულთა გაორმაგებულ რაოდენობას? – ამ და სხვა საკითხებზე „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.

ალექსანდრე გოგინავა: არჩევნების შემდეგ, ვირუსის შეკავება რთული იქნება, მაგრამ იმისთვის, რომ ეკონომიკა არ დავაზარალოთ და პლიუს მართვა იყოს ადეკვატური, ჰოსპიტალური სექტორი უფრო უნდა დაიხვეწოს, ახალი კადრების გადამზადება უნდა მოხდეს. თუ ავირჩიეთ ის გზა, რომ კი არ ჩავკეტოთ, არამედ ვმართოთ, ასე უნდა გავაგრძელოთ.

ეს მეთოდი აქვს არჩეული ევროპის უმრავლეს ქვეყანას, სადაც ცდილობენ, რომ ცოტა ხნით გამოაცხადონ „ლოქდაუნი“. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება გვიან მოხდეს მკაცრი იზოლაციის გამოცხადება, ან საერთოდ არ მოხდეს.

ნოემბერში ორი-სამი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, ვირუსის ზრდა იყოს, მაგრამ თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ყოველდღიურად 2 ათასამდე ინფიცირების ნიშნული, სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ პაციენტები სწორად მართოს.

თან, ახლა გამოცხადებული „ლოქდაუნი“ ეფექტური არ იქნება, რადგან საკმაოდ მაღალია ვირუსის გავრცელება და არც უშველის, ანუ ცოტა საკამათო თემაა, რამდენად ღირს “ლოქდაუნის” გამოცხადება.

შეაკავებს თუ არა „ლოქდაუნის“ გამოცხადება ვირუსის გავრცელებას, არის მსჯელობის საგანი, მაგრამ ცალსახაა, რომ მისი გამოცხადება ეკონომიკის კოლაფსს გამოიწვევს. ჩემი პირადი აზრია, რომ თუ ახალი შემთხვევები არ იქნება კატასტროფულად მზარდი, ამ შემთხვევაში, მართვის დახვეწაზე უნდა ავიღოთ ორიენტირი და არა შეზღუდვების გამკაცრებაზე.

შეკრებები, სადაც წესები არ არის დაცული, არის ეპიდსიტუაციის გაუარესების ერთ-ერთ რისკი, ამიტომ ვნახოთ… თუ რთული სიტუაცია არჩევნების შემდეგ შეიქმნა, შესაძლებელია, საგანგებო მდგომარეობის გზას მიმართოს სახელმწიფომ, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარი რთულია.

თეგები: ალექსანდრე გოგინავაკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved