თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონი – თბილისის რეისი განხორციელდა, რომლითაც სამშობლოში 110 თანამოქალაქე დაბრუნდა.
მათ აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რომლის შემდეგადაც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი ავტობუსებით ისინი სხვადასხვა სასტუმროში მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს.
14-დღიანი კარანტინის დროს უცხოეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 84 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.
ამ დროისთვის საკარანტინო სივრცეებში 4 337 ადამიანია განთავსებული.
კომენტარები