• რეკლამა
  • კონტაქტი
22:43, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლომბარდების მსხვილი ქსელი გაკოტრდა, ათი ათასამდე ადამიანი კუთვნილ ოქროსა და ძვირფას ნივთებს საკრედიტო დაწესებულებებში ეძებს

ალია ავტორი - ალია
18:24 12-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
133

ლომბარდების მსხვილი ქსელი ,,ემ ფინანსი”გაკოტრდა. ათი ათასამდე ადამიანი კუთვნილ ოქროსა და ძვირფას ნივთებს საკრედიტო დაწესებულებებში ეძებს. პროცენტის გადასახდელად და ოქროს გამოსატანად მისულებს თბილისსა და ქუთაისში ლომბარდები დაკეტილი დახვდათ. დაზარალებულები არ გამორიცხავენ, რომ საქმე თაღლითურ გარიგებასთან ჰქონდეთ.

სალომბარდო ქსელი ,,ემ ფინანსი”ოფიციალურად გაკოტრდა და მომხმარებლებს მოკლე ტექსტური შეტყობინენები გაეგზავნათ, საიდანაც მათთვის ცნობილი გახდა, რომ ვალდებულება ,,საქართველოს ბანკმა” გადაიბარა. ამის გამო თბილისსა და ქუთაისში ,,საქართველოს ბანკთან” ათი ათასობით მოქალაქის რიგები დადგა, რომლებიც არკვევდნენ, სად იყო მოთავსებული მათი ძვირფასეულობა. ხოლო ვინც მის ძვირფასეულობას მიაკვლია, ისიც გაარკვია, რომ დროთა განმავლობაში გადახდილი პროცენტები ანულირებულია და ნივთების გამოსატანად სოლიდური თანხა ხდება საჭირო.

ოქრო მქონდა დატოვებული ლომბარდში, ისინი გაქცეულან და საქართველოს ბანკში გადაუტქანიათ ოქრო, დარჩენილი მქონდა 90 ლარი, ახლა მეუბნებიან, გაკოტრდაო ის კომპანია და გადაიხადეთო 250 ლარიო. ასე როგორ შეიძლება, ხალხი ისედაც გამწარებულია – აცხადებს ტვ პირველთან ლომბარდის მომხმარებელი.

ტვ პირველმა კომპანია ,,ემ ფინანსთან” დაკავშირება სცადა, თუმცა ორგანიზაციას ყველა ტელეფონი გათიშული აქვს, მათი ოფისები კი დალუქულია.

ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved