• რეკლამა
  • კონტაქტი
23:25, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიზა იასკო – პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე – მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები

ალია ავტორი - ალია
16:11 12-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს აქვს, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე, მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები, რაც გამოწვეულია იმ ძალადობითა და წამებით, რომელიც მან გამოიარა გლდანის საპატიმროში,- ამის შესახებ რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, არ შეიძლება სააკაშვილის რუსთავის საპატიმროში გადაყვანა იმ სიმპტომების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს.

„ის ძალიან სუსტადაა და არაფერი ახალი ამ მიმართულებით არ არის. შემიძლია კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ რეაბილიტაციის პროცესს საჭიროა თავისუფლებაზე გადიოდეს. პოსტტრავმული სინდრომი, რომელიც მას აქვს, გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ასევე მენტალურ ჯანმრთელობაზე. მას აქვს მეხსიერების დაკარგვის ეპიზოდები, რაც გამოწვეულია იმ ძალადობითა და წამებით, რომელიც მან გამოიარა გლდანის საპატიმროში. რაც შეეხება მის ფსიქოემოციურ განწყობას, ის საბრძოლო განწყობაზეა, მაგრამ იღლება ძალიან სწრაფად, როდესაც ელაპარაკები და საჭიროებს სიმშვიდესა და თავისუფლებას გამოჯანმრთელებისთვის. ის ელის 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციას, რათა დაინახოს მომავლისთვის მებრძოლი საქართველოს ბევრი მოქალაქე,“- განაცხადა ლიზა იასკომ.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, დაესწრება თუ არა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს, რომელიც 22 დეკემბერს არის ჩანიშნული, დიდწილად მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

„ჩვენ გვესმის, რომ სასამართლო პროცესები არის პოლიტიკური დევნის კარგი მაგალითი, რომელიც მის წინააღმდეგ ხორციელდება და სამწუხაროდ, ბევრი პოლიტიკური პატიმარია ამ ქვეყანაში. რაც შეეხება წავა თუ არა ის სასამართლო პროცესზე, დიდწილად მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ახლა დარწმუნებული არ არის ამას შეძლებს თუ არა.

მას სურს თავისუფლება და სურს კარგი მომავალი საქართველოსთვის. პირველი, რასაც ის ამბობს საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით არის ის, რომ უნდა მოხდეს ცვლილებები, რომ უნდა იბრძოლონ ამისთვის და ის დაეხმაროს ამ ბრძოლაში“,- განაცხადა იასკომ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved