უკრაინის რადას დეპუტატი, ლიზა იასკო ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მე-18 დაწესებულებაში შეუშვეს.
ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილთან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში შეშვებას ოთხი დღის განმავლობაში ითხოვდა, თუმცა ამ დრომდე მათი შეხვედრა ვერ მოხერხდა.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე–12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს სასწრაფო სამედიცინო მანქანით გადაიყვანეს. ყოფილი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე 43-ე დღეა, შიმშილობს და ის ყოველგვარ სამედიცინო მომხასურებაზე უარს აცხადებს.
კომენტარები