• რეკლამა
  • კონტაქტი
01:14, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიზა ბაგრატიონი და საზმაუს თანამშრომლები ბოდიშს იხდიან და კვლავ ამბობენ, რომ 10 წლის ბავშვის დაცემა ვერ შენიშნეს

ალია ავტორი - ალია
15:10 06-15-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
883

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” დღის გადაცემის წამყვანი, მომღერალი ლიზა ბაგრატიონი  ბოდიშს უხდის 10 წლის ბავშვს და მის ოჯახს, რომელმაც გადაცემაში გუნდის სიმღერის გონება დაკარგა.

“პირველმა არხმა“ სათვალთვალო კამერის ჩანაწერები გაასაჯაროვა, სადაც ჩანს, გოგონას ვარდნის მომენტი, თუმცა ტელევიზიაში ამტკიცებენ, რომ სტუდიის მასშტაბიდან გამომდინარე ამის აღქმა იმ წუთას შეუძლებელი იყო.

სამეურვეო საბჭოს წევრმა, ლიკა ბასილაია-შავგულიძემ ლიზა ბაგრატიონს ჰკითხა, თუკი ვერ დაინახა ბავშვის წაქცევა, ვინ უთხრა მას, რომ ბავშვი წაიქცა, რადგან მშობლის მიერ გადაღებული ვიდეოს ბოლოს ისმის, სავარაუდოდ, მისი ხმა, „ბავშვი დავარდაო“?

ბაგრატიონის თქმით, მისთვის არავის უთქვამს ამის შესახებ და ბლოკის დასრულების შემდეგ, თავადვე დაინახა.

„სტუდია დიდია, ვიყავით ბევრი ადამიანი, არ მოხდა ამის დაფიქსირება, ეს არის მართლაც საზარელი სანახავი და მე ძალიან კარგად მესმის, არა მხოლოდ ამ ბავშვის ოჯახის, არამედ საზოგადოების შეშფოთება. მინდა, გულწრფელად ბოდიში მოვუხადო არა მხოლოდ იმ საოცარ გოგონას თავისი ოჯახით, არამედ ყველა იმ ბავშვს და მათ ოჯახებს, ვინ იქ იდგა,“ – თქვა ლიზა ბაგრატიონმა.

ბასიალაის კითხვს ასევე უპასუხა მაუწყებლის მედიის ბლოკის ხელმძღვანელმა, რუსუდან მანჯგალაძემ.

„შემდგომში, როცა ქუდი არის და გადაცემა გამოდის, ბავშვები თვითონ შემოეხვევიან, რა მოხდაო, იქ კითხულობს“, – თქვა მან.

„6 მშობელია, რომელიც ამას იღებდა, დავადარეთ, რა მომენტში ეცემა ბავშვი თქვენ თვითონ ნახავთ, რომ არ ტოკდება არცერთი ადამიანი“, – ამბობს მანჯგალაძე, რის შემდეგაც ბორდის სხდომაზე ამის დასადასტურებლად ვიდეოკადრები გაუშვეს.

მისი თქმით, მომხდარის შესახებ ბებიის პოსტიდან გაიგეს, რომელიც შემდეგ ერთმანეთში გაავრცელეს.

„ღამევე დავიწყეთ ამბავი, რუსიკო ყურაშვილი დაუკაშვირდა მის პედაგოგს, რომელმაც უთხრა, რომ ერთ-ერთმა მშობელმა გადაიღო, ოღონდ თვითონ როდესაც იღებდა, ეთერს უყურებდა და კადრს არა, შემდეგ კი დაუხედავს და აღმოუჩენია კადრში, რომ ბავშვი ეცემა და გადაუგზავნა პედაგოგს“, – ამბობს მანჯგალაძე.

ლიზა ბაგრატიონი, მაუწყებლის მედიის ბლოკის ხელმძღვანელთან, რუსუდან მანჯგალაძესთან, ასევე პროდიუსერებთან ერთად ბოდიშს უხდის ბავშვის ოჯახსა და გუნდის სხვა წევრებს.

ბორდის სხდომას არ ესწრება თინათინ ბერძენიშვილი.

კადრებმა, სადაც ჩანს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის”  ეთერში 10 წლის გოგონა დაეცა, ხოლო მის დასახმარებლად რეაგირება რამდენიმე წუთის განმავლობაში არავის მოუხდენია, საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. ინციდენტი 9 ივნისს დღის გადაცემაში მოხდა, როცა “პირველ არხზე” “სიმღერის აკადემიის” წევრები იყვნენ მიწვეულები.

ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, რომ ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი ჩვეულებრივ გაგრძელდა და მოზარდი მინიმუმ ორი წუთის განმავლობაში იატაკზე იწვა.  (ტვ პირველი)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved