• რეკლამა
  • კონტაქტი
15:51, ხუთშაბათი, 9 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ლიტერატურა ლაშქრობაში  – „დაუბრუნე წიგნი მთას“

ალია ავტორი - ალია
15:39 12-18-2022
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
371

რა ფასი აქვს მოგზაურობას, თუ კონკრეტული ადგილის მონახულებისას იქაურების ცხოვრებას უფრო ახლოს არ გაიცნობ?! პასუხი ყველაზე კარგად ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ დამფუძნებლებმა იციან. ლაშქრობის მოყვარულ მეგობართა ჯგუფს იდეა სწორედ მოგზაურობისას გაუჩნდა, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ძალიან ბევრ სოფელს წიგნის მაღაზია არ აქვს, განსაკუთრებით რთული ვითარება მაღალმთიან რეგიონებშია. ასე გადაწყდა, მოზარდები ლიტერატურით მოემარაგებინათ.

მარიამ წერეთელი, ორგანიზაცია „მთიელი წიგნების“ თანადამფუძნებელი: „ყველაფერი ერთი მარტივი გადაწყვეტილებით დაიწყო, მაშინ როდესაც ლაშქრობაში წაღებული წიგნები ერთ-ერთ სოფელში დავტოვეთ და საპასუხოდ უზომო მადლიერება მივიღეთ. მას შემდეგ მიზნად დავისახეთ, ბავშვებისათვის წიგნები შეგვეგროვებინა  და მათთვის საყვარელი ლიტერატურული გმირების გაცნობა ტრადიციად გვექცია. ასევე გვინდა, მცირე კონტინგენტიანი სკოლების ბიბლიოთეკების თაროებიც შევავსოთ. მოვიარეთ ქვემო სვანეთი, ლეჩხუმი, ალვანის სოფლები და პანკისის ხეობა. გვჯერა, რომ ასე სახელდახელოდ დაწყებული საქმე და შარაგზაზე ნაჩუქარი წიგნები სამყაროს დიდი სიკეთით დაუბრუნდება“.

მათთვის სხვა საჭირო და აუცილებელ ნივთებთან ერთად, მრავალფეროვანი ლიტერატურით სავსე ზურგჩანთებით მაღალმთიანი სოფლების დასალაშქრად დარაზმული სამეგობრო წრე ნელ-ნელა გაიზარდა და თანამოაზრეებიც შემოიკრიბა. მოხალისეობას  მასშტაბური და ორგანიზებული სახე მიეცა. დაიწყეს ინფორმაციის მოძიება, წიგნებსაც კონკრეტული ინტერესების შესაბამისად აგროვებენ და კამპანიის „დაუბრუნე წიგნი მთას“ ფარგლებში სხვადასხვა გამოცემა რეგიონებში ჩააქვთ.

ასე დაიგეგმა მოგზაურობა რაჭაში, სადაც „მთიელ წიგნებს“ მეგზურობა „თეგეტა ჰოლდინგმა“ გაუწია. რამდენიმე სოფელი ერთად დალაშქრეს და 70-ამდე წიგნი სკოლების ბიბლიოთეკებს გადასცეს.

ნათიკა ბერძული, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი: „განათლების ხელშეწყობა თეგეტასათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამას ყველაზე კარგად ის პროექტები ადასტურებს, რასაც არაერთ კარგ ორგანიზაციასთან ერთად ვახორციელებთ. მათ შორის არის „მთიელი წიგნები“. მათთან ერთად დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურეთ.  პირველ ეტაპზე რაჭის რამდენიმე სოფელს ვესტუმრეთ. ბავშვებს, მათ მიერ მოთხოვნილ წიგნებთან ერთად, ჩვენ მიერ შერჩეული კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა და სასკოლო წიგნებიც გადავეცით. დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მიუწვდებოდეს ხელი თანამედროვე ლიტერატურაზე, ზღაპრებსა თუ სახალისო თავგადასავლებზე“.

ერთობლივად დაგეგმილი მოგზაურობის გარდა, თეგეტამ „მთიელი წიგნები“ ჰოლდინგის ზრუნვის პლატფორმაზე tegeta.care განათავსა. ახლა დონაცია ნებისმიერი მსურველისათვის კიდევ უფრო მარტივია.

„მთიელ წიგნებს“ მალე ერთი წელი შეუსრულდება. ამ მოკლე დროში ორგანიზაციამ, მხარდამჭერებთან ერთად, წიგნებით უკვე 43 სოფლის ბიბლიოთეკა შეავსო და საოცნებო ლიტერატურით 1000-ზე მეტი ბავშვი დაასაჩუქრა. თუმცა წინ კიდევ დიდი გზაა: ზემო აჭარა, გურია და სვანეთის მაღალმთიანი სოფლები.

თეგები: დაუბრუნე წიგნი მთასთეგეტა მოტორსიმთიელი წიგნები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
ახალი ამბები

თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის

14:22 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved