მედიის ინფორმაციით, ლიეტუვის, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ნიუ-იორკში ერთმანეთს შეხვდნენ და მარცვლეულის ექსპორტის გამო წარმოქმნილი კონფლიქტი განიხილეს.
როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება, რაც შეიძლება მალე უნდა მოგვარდეს.
“საერთო, მთავარი მიზნისთვის – ევროპის დაცვა რუსეთის აგრესიული, ექსპანსიონისტური პოლიტიკისგან – უკრაინასა და პოლონეთს შორის უთანხმოება უნდა მოგვარდეს რაც შეიძლება მალე. პოლონეთის ადგილი მხარდაჭერაში უნიკალურია. გამოსავალი უნდა მოიძებნოს. რადგან კრიზისის შემდგომი გაღრმავება უპასუხისმგებლობა იქნება“, – განაცხადა ნაუსედამ
პრეზიდენტის თქმით, საუბარია არა ცალკეული ქვეყნების, არამედ მთელი კონტინენტის უსაფრთხოებაზე.
კომენტარები