• რეკლამა
  • კონტაქტი
09:30, ხუთშაბათი, 17 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლიდერის შერჩევაში პირადად ივანიშვილია ჩართული და მის გადაწყვეტილებას „ოცნებაში“ შიშით ელოდებიან“

ალია ავტორი - ალია
19:21 03-26-2023
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,425

ანი დვალიშვილი

ოპოზიცია ხალხმრავალი აქციებით იმუქრება, თუმცა როგორც მათთვის, ისე ხელისუფლებისვის ცხადია, რომ ის ადამიანები, რომლებმაც „რუსული კანონი“ გააპროტესტეს, ოპოზიციის გამო ქუჩაში ნამდვილად არ გავლენ. რაც მთავარია, ოპოზიციაში ყველა თანხმდება, რომ „ქართული ოცნება“ სახლში უნდა წავიდეს, მაგრამ დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ამის შემდეგ, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს. ჰოდა, პარტიები სხვადასხვა იდეის გარშემო აპირებენ გაერთიანებას და საბოლოო ჯამში, ის ერთობა, რომელიც ჩანასახშივე მყიფე იქნებოდა, ვერ შედგება. აქეთ კიდევ ვანო მერაბიშვილმა დაიწყო პოლიტიკური აქტიურობა და ოპოზიციამ კი არა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც კი არ იციან, მხარი დაუჭირონ თუ გაემიჯნონ შს ყოფილი მინისტრის განცხადებებს. მერაბიშვილი ხალხმრავალ აქციებს აანონსებს და მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ზუსტად იცის, რასაც აკეთებს. მან დაინახა ქუჩაში გამოსული ათი ათასობით ადამიანი, გაიგო მიზეზი, რის გამოც ეს ხალხი გამოვიდა და ახლა, აუცილებლად შეეცდება, იგივე თუ არა, მიახლოებით მაინც შექმნას ისეთი გარემო, რაც თუნდაც ამის ნახევარს გამოიყვანს საპროტესტოდ. მერე კი, ყველაფერი ტექნიკის საქმეა. ჰო, რაც მთავარია, მერაბიშვილს აქციების მოსაწყობად ფინანსები საძებნელი არ აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ნაციონალები მერაბიშვილს თითქოს გაემიჯნენ, მაგრამ ხმა ნიკა მელიამ ამოიღო და პირაპირ მიანიშნა, რომ ის არსად წასულა და ბრძოლასაც აპირებს. მისი თქმით, ნაციონალების დღევანდელი ხელმძღვანელობა ბრალს სდებდა აქციების დაშლაში და სათავეში მოსვლის შემდეგ, ხალხმრავალი აქციების გამართვის პირობას იძლეოდნენ. ჰოდა, მელია ახლა პირობას ახსენებს და ელოდება აქციებს, რომელსაც თავადაც შეუერთდება…

„ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის თემა რამდენჯერმე იქნა განხილული და ვინც კანონმდებლობაში კარგად ერკვევა, ასაბუთებს, რომ ამ მოცემულობაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა წარმოუდგენელია, რადგან უახლოესი არჩევნები 29 აპრილს იმართება, ამ დროისთვის საპარლამენტოს მომზადება და დანიშვნა ვერ მოესწრება და გამოდის, ის ოქტომბერში უნდა გაიმართოს, ანუ ვადის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე, რაც ასევე წარმოუდგენელია. ამის მიუხედავად, ლიდერთა ნაწილი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას მაინც აპირებს“, – გვეუბნება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი.

ცოტა სასაცილოდ კი ჟღერს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის წონის კლება გრძელდება. სასაცილოდ იმიტომ, რომ აქციების მიმდინარეობისას, სააკაშვილის წონა არავის უხსენებია, თითქოს ეს პრობლემა მოგვარდა, თითქოს პატიმრობაში მყოფ ექს-პრეზიდენტს აღარაფერი ჭირდა. ვნებები ჩაცხრა და გაირკვა, რომ მთავარი პრობლემა კვლავ სააკაშვილის ჯანმრთელობაა. ადვოკატები ამბობენ, სტრასბურგის სასამართლოს იმედი გვაქვსო, მაგრამ ჯერჯერობით, სარჩელი არ არის გაგზავნილი და სტრასბურგმა საუკეთესო შემთხვევაში, სარჩელის განხილვას და გადაწყვეტილების მიღებას, ნახევარი წელი მაინც უნდა მოანდომოს. აი, კიდევ ნახევარი წელი იმის მტკიცება, რომ ადამიანი დღე-დღეზე მოკვდება, სასაცილოც კი აღარ იქნება, არადა, მიშას გარემოცვას სხვა სტრატეგია უბრალოდ არ აქვს.

და ყველაზე დიდი პრობლემა ხელისუფლებისთვის. „ქართულ ოცნებას“ „ხალხის ძალა“ მძიმე ტვირთად ექცა. მართალია, „ხალხის ძალაში“ გაერთიანებული დეპუტატები საპარლამენტო უმრავლესობაში შედიან და არცერთი კანონის მიღების შემთხვევაში, წინააღმდეგ არ წავლენ, თუმცა რაც შეიძლება მალე, ეს ყველაფერი პოლიტიკურ პარტიად უნდა გადაკეთდეს, თავისი ლიდერით, მხარდამჭერებით, აქტივით. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალში გადაყრილი გამოვა არამარტო ის ასი ათასობით ლარი, რომელიც „ხალხის ძალამ“ რეგიონებში ოფისების გახსნისთვის გადაიხადა, არამედ მთელი ეს სპექტაკლი, რომელიც ასეთი დიდი ძალისხმევის შედეგად დადგეს.ჰოდა, მთავარი პრობლემა პარტიის ლიდერია, რომელსაც დიდი სიფრთხილით არჩევენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსთაველზე მოხდა, პარტიის ლიდერობა არავის სურს. ადრეც ვთქვით, რომ საუბარი ირაკლი კობახიძეზე იყო, შემდეგ მამუკა მდინარაძეზე, არჩილ თალაკვაძის სახელმაც გაიჟღერა, მაგრამ „ხალხის ძალის“ ლიდერობა არცერთს არ სურს. არჩევანი მარტივად გაკეთდებოდა სოზარ სუბარზე, მაგრამ გუნდის შიგნით თანხმდებიან, რომ სოზარს ლიდერობა გაუჭირდება და ესეც არ იყოს, არ არის სუბარი ორატორი.

როგორც გვეუბნებიან, „ხალხის ძალის“ ლიდერის შერჩევაში, პირადად ბიძინა ივანიშვილია ჩართული და არჩევანს ვისზეც გააკეთებს, უარს არ მიიღებს. უარის შემთხვევაში კი, შერჩეული პირი უბრალოდ პოლიტიკიდან წავა, ანუ გუნდიდან გარიყვავენ. ამიტომ, მის გადაწყვეტილებას ყველა შიშით ელოდება და ყველას სჯერა, რომ ის არ იქნება. გეგმა, რომლის მიხედვითაც, „ხალხის ძალა“ მომავალ პარლამენტში მთავარი ოპოზიციური ძალა უნდა გახდეს, არ შეცვლილა და ეს ჩანაფიქრი ჯერჯერობით გადახედვას არ ექვემდებარება, თუმცა, რუსთაველზე მიღებულმა პროტესტმა, „ქართული ოცნება“ გვარიანად ჩააფიქრა. შესაძლოა, იქ იყვნენ არასრულწლოვნები, მაგრამ ძირითადად ის ადამიანები იდგნენ, ვისაც ხმის მიცემის უფლება აქვს და არცერთი მათგანი „ხალხის ძალას“ რომ არ შემოხაზავს, ფაქტია. ამასთან ერთად, პარლამენტში „გასათრევია“ კიდევ რამდენიმე ოპოზიციური პარტია, მაგალითად „გირჩი“, „მოქალაქეები“ და რამდენად ეყოფა რესურსი ყველაზე „ოცნებას“, ახლა სწორედ ამის დაანგარიშება-დათვლა მიმდინარეობს.

სხვათა შორის, რეგიონებში, მმართველი პარტიის ოფისები ნელ-ნელა იქოქებიან და აქტივიც ნელ-ნელა კრებს იმ სიებს, რომელთა იმედიც 2024 წელს ექნებათ. სწორედ ახლა ირკვევა, გადმოსაბირებელი ადამიანების ოდენობა, ვის რა უნდა დაპირდნენ სამომავლოდ, ან ვის რა უნდა გაუკეთონ ახლავე, რათა გადაიბირონ. ჰოდა, სანამ ოპოზიცია უახლოესი კვირეების ტაქტიკა-სტრატეგიის დაგეგმვის პროცესშია, მმართველი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება და ვინ იცის, ეგებ ბოლოს დროის ფაქტორი გადამწყვეტიც იყოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში
ახალი ამბები

76%-მდე ფასდაკლება გორგიაში

17:14 07-16-2025
თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა
ახალი ამბები

თიბისის Crash კურსებზე გოგონებისთვის: 600-ზე მეტი დარეგისტრირებული სკოლის მოსწავლიდან 140-მა გოგომ დაიწყო სწავლა

15:49 07-16-2025
თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს
ახალი ამბები

თეთრი ოქროს შეფასება – #ჰკითხეექსპერტს

14:04 07-16-2025
გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია
ახალი ამბები

გახსენი ანაბარი სასურველი ხარჯებისთვის – თიბისის ახალი კამპანია

13:39 07-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved