• რეკლამა
  • კონტაქტი
03:29, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას“ შორის ექსკლუზიური თანამშრომლობა დაიწყო

ალია ავტორი - ალია
13:56 06-25-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
231

ლიბერთი, რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯიასთან“ ექსკლუზიურ თანამშრომლობას იწყებს, რომლის მიზანია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და მარტივი გახდეს სადაზღვევო პროდუქტებით სარგებლობა.  დღეიდან, ლიბერთის მომხმარებლები, სამოგზაურო დაზღვევით ლიბერთის ნებისმიერ ფილიალსა თუ სერვის ცენტრში ისარგებლებენ.

სამოგზაურო დაზღვევა ეს ის პროდუქტია, რომელიც არამხოლოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ რისკებს, არამედ ისეთ გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა ბარგის დაკარგვა, ბარგის დაგვიანება და ფრენის გადადება. მომხმარებლებს, მოგზაურობის დროს  დახმარებას 24/7-ზე საერთაშორისო ასისტანსი გაუწევს.

„მოხარულები ვართ, რომ შედგა ექსკლუზიური თანამშრომლობა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს და ლიბერთი-ს შორის. ლიბერთი, საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და მსხვილი ბანკია მომხმარებელთა ფართო არეალით, რაც ჩვენთვის როგორც სადაზღვევო კომპანიისთვის ახალი და საინტერესო გამოწვევაა. ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, ორივე მხარის განსაკუთრებული ინტერესია მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო სადაზღვევო პროდუქტები. თანამშრომლობა დაიწყო სამოგზაურო დაზღვევის მიმართულებით, რომელიც ლიბერთის ყველა ფილიალში საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომი იქნება, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე არარეზიდენტი, შემოსული ტურისტებისთვის.“ – ნინა კობახიძე, გლობალ ბენეფიტს ჯორჯიას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

,,ლიბერთი აგრძელებს უნივერსალიზაციის პროცესს და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული მრავალფეროვანი პროდუქტების დანერგვას. ამჯერად, ახალ პარტნიორთან „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ – სთან ერთად, ლიბერთის მომხმარებლებს, სამოგზაურო დაზღვევის მიღების სწრაფი და გამარტივებული პროცესი შევთავაზეთ. აღნიშნული სერვისი განსაკუთრებით აქტუალურია ზაფხულის პერიოდში და ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა სამოგზაურო დაზღვევა ლიბერთის ნებისმიერი საბანკო არხის მეშვეობით მიიღოს. დღეიდან, ამ სერვისით სარგებლობა ლიბერთის ნებისმიერ ფილიალსა და მომსახურების წერტილში იქნება შესაძლებელი. უახლოეს მომავალში კი ონლაინ მომსახურების შეთავაზებას ვგეგმავთ, რომელსაც დამატებით  სხვა მრავალფეროვანი სადაზღვევო პროდუქტებიც დაემატება“ – ვატო ბაბუნაშვილი, ლიბერთის ფინანსური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ – 2017 წლიდან წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც ანხორციელებს სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ავტომობილის, ქონების და მასთან დაკავშირებული რისკების დაზღვევას და დღეს 45 000-მდე კმაყოფილ მომხმარებელს უწევს მომსახურებას.

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 500– მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

(R)

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved