• რეკლამა
  • კონტაქტი
18:15, ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთის მხარდაჭერით ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო 2024“ ჩატარდა

ალია ავტორი - ალია
17:56 03-06-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
273

ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობითა და მხარდაჭერით, ბათუმში, მეორე ეროვნული კონფერენცია „ედკემპ საქართველო 2024“ (EdCamp Georgia)გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა რეგიონის, განათლების სფეროს 300-მდე ადგილობრივი და უცხოელი წარმომადგენელი ესწრებოდა.

აღნიშნული კონფერენციის მიზანია, ღია და მხარდამჭერი გარემოს შექმნის გზით, მასწავლებელთა თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების წახალისება.

გაიმართა პანელური დისკუსიები, ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ინოვაციური სწავლებისა და პროფესიული განათლების ხელშეწყობა საქართველოში. ღონისძიებაზე, ასევე, განიხილეს სკოლამდელი აღზრდის, ინკლუზიური და STEM საგნების სწავლების მნიშვნელოვანი ასპექტები.

 

„ვიმედოვნებთ, რომ პროექტი „EdCamp Georgia“ შექმნის გარემოსა და შესაძლებლობებს ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც საქართველოში განათლების სფეროში არსებული გამოწვევების მიმართ გულგრილნი არ არიან და მზად არიან საკუთარი გამოცდილება სასკოლო საზოგადოებას გაუზიარონ.“ –  ირინა ცისკარიძე, ედკემპის დამფუძნებელი

,,ლიბერთი წელს გახდა  „EdCamp Georgia“ პარტნიორი. ჩვენ უკვე მრავალი წელიააქტიურად ვართ ჩართულებისაგანმანათლებლო ინიციატივებში.ვფიქრობთ,  ედკემპის კონცეფცია უნიკალური პლატფორმაა  მასწავლებლებისთვის ცოდნის დაგამოცდილების გასაზიარებლად. აღნიშნული, ზუსტად პასუხობს დღეს მასწავლებლებისწინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმედოვნებთ,  ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გაღრმავდება და  ცოდნის გაზიარების ასეთითავისუფალი და დინამიკური ფორმა, მნიშვნელოვანი  შედეგის მომტანი გახდება“ – თამარ ზაქარიაძე, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

ეროვნული კონფერენცია საქართველოს მასწავლებლების, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სკოლა-ლაბის პროგრამის, ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლის „პროგრესის“, ლიბერთი ბანკის,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, Courtyard by Marriott Batumi-სა და სულაკაურის გამომცემლობის დაფინანსებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ქალაქ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების, სსიპ პროფესიული კოლეჯი ბლექსის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

ინიციატივა EdCamp-ი 2010 წელს ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მასწავლებლებმა გადაწყვიტეს კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ალტერნატიული გზის მოძებნა. EdCamp-ის მოძრაობა 45-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. საქართველოში „ედკემპი“ პირველად 2022 წელს ჩატარდა, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

 

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება. 

 

თეგები: ლიბერთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved