• რეკლამა
  • კონტაქტი
08:48, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლგბტ+ თემის წევრებისადმი ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია“ – სახალხო დამცველი

ალია ავტორი - ალია
15:00 05-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ლგბტ+ თემის წევრებისადმი ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია – ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს.
ლომჯარია ასევე აცხადებს, რომ კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისის პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული სოციალური დახმარებები ლგბტ+ თემის წევრებისთვისაც უნდა იყოს განსაზღვრული.

“ახალი კორონავირუსით გამოწვეული საყოველთაო კარანტინის და საგანგებო რეჟიმის ფონზე, გამოწვევები უფრო თვალსაჩინო გახდა. მათ შორის, დასაქმების შესაძლებლობების არარსებობის, გაზრდილი ძალადობის რისკების, საცხოვრებლით და კვებით უზრუნველყოფის მიმართულებით. თუმცა, ლგბტ+ ადამიანების სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები, ანტიკრიზისულ ეკონიმიკურ გეგმაში გათვალისწინებული არაა. ამასთან, მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის სხვა ღონისძიებებიც არ ტარდება, რაც ნეგატიურად აისახება ლგბტ+ ადამიანების ეკონიმიკურ მდგომარეობაზე, ჯანმრთელობასა და სიცოცხლის ხარისხზე.

გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანებისადმი გენდერული ძალადობის მასშტაბები შემაშფოთებელია; მათ უფლებრივ მდგომარეობას განსაკუთრებით ამძიმებს ის ფაქტი, რომ არსებული ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების მექანიზმები არ ითვალისწინებს ლგბტ+ თემის წინაშე არსებულ სპეციფიურ პრობლემებსა და გამოწვევებს.

ლგბტ+ თემის წევრებისთვის ყოველწლიურად უფრო რთული ხდება გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობა. მათ მიერ საკუთარ უფლებებსა და ინტერესებზე ღიად საუბარს და საჯარო სივრცეებში შეკრების მცდელობას საზოგადოების ნაწილის მხრიდან აგრესიული გამოხმაურება მოჰყვება. განსაკუთრებით საგანგაშოა ბოლო წლებში რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების გააქტიურება, რომელთა ქმედებები თემის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რეალურ საფრთხეს უქმნის. სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ აღნიშნულის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებები, არასაკმარისია.

უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად აფერხებს საჯარო პირების, მათ შორის, პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გამოთქმული ჰომოფობიური და ტრანსფობიური შინაარსის მოსაზრებები, რაც თემის მეტად სტიგმატიზაციას ახდენს და საზოგადოებაში ისედაც არსებულ უარყოფით წინასწარგანწყობებს აძლიერებს”, – აცხადებს სახალხო დამცველი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved