• რეკლამა
  • კონტაქტი
23:04, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლევან ვასაძის ხელისუფლებაში მოსვლას, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გამოვრიცხავ“

ალია ავტორი - ალია
01:13 05-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

ლევან ჯავახიშვილი

ლევან ვასაძემ პოლიტიკური მოძრაობა “ერი” შექმნა და როგორც აცხადებს, სერიოზული მიზნები აქვს. რას ეუბნება „ალიას“ ლევან ვასაძის პოლიტიკური მომავლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული  პირი, რომელმაც, უსაფრთხოების მიზნით,  საკუთარი ვინაობას საჯაროდ არ ამხელს.

„ლევან ვასაძეს პირადად ვიცნობ. ცხადია, ის პრაგმატული კონსერვატორია, ეროვნულ ფრთაზე მისი პარტია საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, მაგრამ   წამყვან  პოლიტიკურ ძალად ვერ იქცევა  ოპოზიციაში და ვერც ხელისუფლებაში მოვა. ეს ერთი მიზეზის გამო მოხდება. ლევანს აქვს ლიდერის თვისებები, საკმაოდ კარგი ორატორია და ხალხის  დარწმუნების უნარი გააჩნია, ბევრი კარგი თვისება აქვს, რომელიც პოლიტიკაში გამოადგება, მაგრამ სახალხო ლიდერად ვერ იქცევა – კომფორტის ზონიდან არ გამოვა, ეს არ შეუძლია და არ არის მის ხასიათში. არც რომელიმე ხელისუფლებას  დაუპირისპირდება იმდენად, რომ საციხედ გაიმეტოს თავი და მით უფრო, მისი ქილერების სამიზნე გახდეს. ლევან ვასაძე არ დაჯდება კარავში რამდენიმე კვირა, თუ საჭირო გახდა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, არ იშიმშილებს რამდენიმე დღე,  ფეხით არ შემოივლის საქართველოს და რეგიონებში, რამდენიმე თვე არ დარჩება ხალხთან  კომუნიკაციის გამო. შესაძლოა, ეს არც დასჭირდეს, მაგრამ რომ დასჭირდეს, ამისთვის მზად არ არის. მით უმეტეს, განვითარებად და სახელმწიფოდ არშემდგარ საქართველოში, პოლიტიკაში მიზნის მისაღწევად  ხშირად სჭირდებათ პოლიტიკოსებს იმ ექსტრა–ორდინალური მეთოდების გამოყენება, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია მიივიწყა.  არადა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ ყველაფერზე წავიდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც „ქართული ოცნება“ შექნმა და სააკაშვილს ოპოზიციაში ჩაუდგა. სააკაშვილი მის  დაჭერასაც აპირებდა, მოკვლასაც, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების ჩარევით,  ეს საფრთხეები აირიდა თავიდან. ის ამ ყველაფრისთვის მზად იყო. თუმცა ლევან ვასაძე ჰყავს მხარდამჭერები, მათ შორის, ბევრი პატრიოტი, რომელთა შორის, სააკაშვილის რეჟიმთან  წლობით ნაბრძოლი და ციხეგამოვლილი, პოლიტიკურ პროცესებში გამოვლილი და გამოცდილი ხალხია. ამ ხალხის მხარდაჭერით, ლევან ვასაძე ნაღდად  შევა პარლამენტში და შექმნის კონსერვატიულ ფრაქციას. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ლევან ვასაძეს აქვს სასულიერო პირების მხარდაჭერა და ეს ქართულ  პოლიტიკაში ძალიან  დიდი კაპიტალია. მოკლედ, ლევან ვასაძის ხელისუფლებაში მოსვლას, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გამოვრიცხავ.“– აცხადებს „ალიას“წყარო.

თეგები: ლევან ვასაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved