• რეკლამა
  • კონტაქტი
13:57, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან ვასაძე ინფიცირებულთა დასახმარებლად ფულს აგროვებს – “პირადად გავაკონტროლებ”

ალია ავტორი - ალია
14:16 03-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ბიზნესმენი ლევან ვასაძე კორონავირუსით დაავადებულთა დასახმარებლად 50 ათას ლარს რიცხავს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს კარანტინისთვის საკუთარ შენობებს სთავაზობს. ამის შესახებ მან სპეციალურ მიმართვა გაავრცელა.

„ამ ბოლო პერიოდში მთელი მსოფლიოდან ვაგროვებდი ინფორმაციას და ვფიქრობდი, თუ როგორ უნდა დავუდგეთ ჩვენ ქვეყანას გვერდში, ცხადია, რომ დაავადებულთა რიცხვი გაიზრდება და მათ კარანტინსა და მკურნალობას სახსრები დასჭირდება. ე.წ. განვითარებულ ქვეყნებსა და საზოგადოებებში სახელმწიფოსთან ერთად, აქტიურად მოქმედებს სამოქალაქო სექტორიც და ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ამიტომ გთავაზობთ შეძლებისდაგვარად შევაგროვოთ ფული და დავეხმაროთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ავადმყოფებზე ზრუნვაში. ქვემოთ მოცემულია სპეციალურად კორონავირუსით დაავადებულთათვის სახსრების შესაგროვებლად გახსნილი ანგარიშის ნომერი ჩვენი ორგანიზაციისა, რომელზეც შეგიძლიათ გადარიცხოთ თანხა, ერთი ლარი იქნება თუ ასი ლარი, რამდენიც გნებავთ, არ აქვს თანხას მნიშვნელობა, მთავარია გვერდში დგომის სურვილი. მე ამ ანგარიშზე უკვე შევიტანე თანხა, რამდენიც ამ ეტაპზე შემეძლო, კერძოდ 50 000 ლარი. მინდა ვთხოვო ყველა ჩემს ნაცნობ და უცნობ ბიზნესმენს და მოქალაქეებსაც, რომ დავუდგეთ ავადმყოფებს გვერდში. ვიცი, რომ რთული დროა და ყველას უჭირს, მაგრამ ვინც ავადაა, იმათ უფრო უჭირთ. ჩვენი პატარა და ღარიბი სახელმწიფო ყველაფერს ვერ გასწვდება და ასეთ დროს მას გვერდში უნდა დავუდგეთ.  გარდა ამისა, მინდა შევთავაზო ბატონ ამირან გამყრელიძეს, თუ მას ეს დასჭირდება, ისარგებლონ ჩვენს საკუთრებაში არსებული შენობების ცარიელი ნაწილით პაციენტთა ჯგუფების იზოლირებისათვის, მათი კარანტინის მიზნით. ჩვენ ორი შენობა გვაქვს ერთი თბილისში და ერთი კიკეთში და საჭიროების შემთხვევაში, ვფიქრობ ისინი თითო მინიმუმ 100-100 ადამიანს დაიტევს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ გათბობას, წყლით და ელექტრო ენერგიით მომარაგებას და ასევე ხსენებულ ანგარიშზე მოგროვილი თანხიდან კარანტინში მოთავსებული ადამიანების სამჯერად კვებას. თუ დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამას საჭიროდ მიიჩნევს, ბატონ ამირან გამყრელიძეს ვთხოვ, საჭიროების შემთხვევაში გამოგვეხმაუროს“

იგი ამასთან, აცხადებს, რომ მითითებულ ანგარიშზე თანხების განკარგვას პირად კონტროლზე აიყვანს და ის სრულიად დაექვემდებარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. ასევე, გამოქვეყნდება ანგარიში თანხის დახარჯვის შესახებ.

ლარის ანგარიშის ნომერი: GE88TB7722736080100011

მიმღები: მსოფლიო საოჯახო კონგრესი

გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ „შემოწირულობა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved