• რეკლამა
  • კონტაქტი
22:02, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან კობერიძე – ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამედიცინო სფეროს, აუცილებლად მედპერსონალთან და სპეციალისტებთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს

ალია ავტორი - ალია
18:59 10-29-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

“ლელოს” ჯანდაცვის ჯგუფი მხარს უჭერს სამედიცინო ასოციაციების ინიციატივას კლინიკებისა და სამინისტროს დონეზე კლინიკური ეთიკის კომიტეტების შექმნასთან დაკავშირებით. 

როგორც “ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებით იქნება  მიღებული, აუცილებელია შეთანხმებული იყოს დარგში მომუშავეებთან და სპეციალისტებთან. 


“მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება დარგში სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხდებოდეს არა ისე, როგორც დღეს ხდება – ვიწრო პოლიტიკურ პარტიული დღის წესრიგიდან გამომდინარე, არამედ რეალურად რაც სჭირდება ჯანდაცვის სისტემას. მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა მოვისმინოთ სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები, თუ რა სჭირდება დარგს განვითარებისათვის. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების პოზიცია მისაღებია, “ლელოსთვის” რომელსაც გათვალისწინებული გვაქვს დაახლოებით იგივე ნაბიჯი პარტიის მარშალის გეგმაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დარგი ითხოვს ცვლილებებს, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სექტორში ბევრი საკითხის დასარეგულირებლად. ხელი უნდა შეუწყოთ მოსახლეობისათვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას,” – განაცხადა კობერიძემ. 


სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუცია

მოკლევადიან პერსპექტივაში ითვალისწინებს:

ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას, რითაც უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო შეცდომა სამედიცინო დანაშაულისგან. 
კერძოდ, ყველა კლინიკის და ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე უნდა შეიქმნას კლინიკური ეთიკის კომიტეტები შესაბამისი დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობით და განისაზღვროს ამ კომიტეტების რეგლამენტი. ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის შეფასება და შემდგომი საქმის აღძვრა ან ექიმის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ ამ კომიტეტებზე საქმის განხილვის შემდეგ.

რეზოლუციის გრძელვადიანი პერსპექტივა ითვალისწინებს:
სავალდებულოდ უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გახდება საფუძველი, რომ გაძლიერდეს დარგობრივი ასოციაციების როლი და იმგვარი ფუნქციები მიენიჭოს მათ, რასაც პროფესიული ასოციაციები ასრულებენ სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამ მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გამოთქვამს მზადყოფნას, შესთავაზოს მთავრობას და პარლამენტს, რათა გააქტიურდეს ურთიერთთანამშრომლობა და შეიქმნას რამდენიმე მიმართულებით თემატური ჯგუფები, როგორიცაა: მედიცინის მუშაკებისა და პაციენტების უსაფრთხოების და უფლებების დაცვა; სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი და უწყვეტი პროფესიული განათლება.

სამედიცინო პერსონალს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს! სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი გათვალისწინებული იყოს ისევე, როგორც ეს ხდება ოჯახის ექიმის გუნდის ხელფასის შემთხვევაში, რაც პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაშია ასახული.

უნდა მოხდეს ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების შექმნა, რათა სამედიცინო რესურსები იყოს მუდმივად და ხარისხიანად განახლებადი.

თეგები: ლევან კობერიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი
ახალი ამბები

მენტორები, რომლებიც საქართველოს ნაკრებს AI-ს საერთაშორისო ოლიმპიადისთვის ამზადებენ – თიბისი

13:12 08-04-2026
თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved