• რეკლამა
  • კონტაქტი
05:09, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ალია ავტორი - ალია
13:00 04-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
398

ყვარელში, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულის სახლის დაწვა სცადეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ამ დროისათვის დაუდგენელმა პირმა გელა უძილაურის საცხოვრებელ სახლს, სავარაუდოდ, ეგრეთ წოდებული “მოლოტოვის კოქტეილი” ესროლა.

აალების შედეგად, სახლის მცირე ნაწილი, დაახლოებით 2-3 კვადრატული ფართობი დაზიანდა.
ვინ ისროლა ” მოლოტოვის კოქტეილი”, ან ვინ იმყოფებოდა იმ დროისათვის საცხოვრებელ სახლში, დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

ცნობისათვის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა 14 მარტს ღამით, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.
გამოძიების ინფორმაციით,ყვარელში მცხოვრებმა გელა უძილაურმა ხალხმრავალ ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ლევან ჯანგველაძეს და მის მძღოლს, გია ჩადუნელს, რამდენჯერმე ესროლა.

მიღებული მრავლობითი დაზიანების შედეგად ჯანგველაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჩადუნელი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა უძილაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით და 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით აქვს წარდგენილი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში უძილაურს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

AI და მომავლის უნარები – GAIA Meetups Horizons -ის პირველი შეხვედრა გაიმართა – თიბისი

15:56 10-28-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved