• რეკლამა
  • კონტაქტი
18:30, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“რას ვაკეთებ სახალხო დამცველი”– ლევან იოსელიანის წერილი

ალია ავტორი - ალია
16:38 06-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
ლევან იოსელიანი
Facebook-ზე გაზიარება
2,117

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს:

ბევრი ადამიანი დაინტერესდა რას აკეთებს სახალხო დამცველი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ, ყოველთვის მზად ვიყავი და დღესაც მზად ვარ, შევისწავლო პენიტენციურ დაწესებულებაში მისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ეფექტიანობის საკითხი, მაგრამ რამდენადაც პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და სამედიცინო დოკუმენტაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს, აღნიშნული დოკუმენტაციის გამოთხოვა და შესწავლა შესაძლებელია მხოლოდ თავად პირის თანხმობის არსებობის შემთხვევაში.
სწორედ ამიტომ, საჯაროდ გავრცელებული განცხადების შემდეგ მის ადვოკატს დაუკავშირდა ჩემი წარმომადგენელი და გამოხატა მზაობა პროცესში ჩვენი ჩართვის მიმართულებით.
მინდა აღვნიშნო, რომ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც 2025 წლის მარტში ელენე ხოშტარია ადმინისტრაციული წესით დააკავეს და საჯაროდ გავრცელდა ინფორმაცია მის მიმართ პოლიციის განყოფილებაში, ასევე დროებითი მოთავსების იზოლატორში, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის, კერძოდ პოლიციელების მხრიდან დაზიანების მიყენების და იზოლატორში სრულად გაშიშვლების შესახებ, საჯაროდ გამოვეხმაურე აღნიშნულ ინფორმაციას და დავაფიქსირე პოზიცია, რომ მის მიმართ დაკავებისას სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტს შევისწავლიდი.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 29 მარტს, წინასწარი დაკავების იზოლატორში, ელენე ხოშტარიამ უარი განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან შეხვედრაზე. სახალხო დამცველის წარმომადგენელი იზოლატორიდან მისი გათავისუფლების შემდეგაც დაუკავშირდა ელენე ხოშტარიას, თუმცა მან კვლავ უარი განაცხადა აპარატთან თანამშრომლობაზე.
გარდა ამისა, თებერვალში პირადად ვიმყოფებოდი №5 ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში, სადაც სხვა პატიმრების მსგავსად შევხვდი და გავესაუბრე იქ განთავსებულ პატიმრებს, მათ შორის ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელსა და ანასტასია ზინოვკინას. გავეცანი მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას. მქონდა სურვილი, ასევე შევხვედროდი ელენე ხოშტარიას, თუმცა მან უარი განაცხადა ჩემთან შეხვედრაზე და განაცხადა რომ არ აღიარებს სახალხო დამცველს, რაც მისი უფლებაა.
აქვე კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ მზაობას, განვახორციელო მონიტორინგი ელენე ხოშტარიას უფლებების, მათ შორის ჯანმრთელობის უფლების, დაცვის მიზნით; მისი თანხმობის შემთხვევაში განხორციელდეს მასთან აპარატის წარმომადგენლის ვიზიტი და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო საზოგადოებას მივაწოდო ობიექტური ინფორმაცია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved