• რეკლამა
  • კონტაქტი
07:51, ხუთშაბათი, 6 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლევან ექიმის წყალობით, სიბნელის შემდეგ, ვხედავ მზეს, დედამიწას, ახლობლებს…”

ალია ავტორი - ალია
20:45 06-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
531

„ალიას“ თავის ისტორიას უყვება გუთი (გულთამზე) ბასალაშვილი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ მარცხენა თვალიდან, სრულიად ვერაფერს ხედავდა, ახლა კი, როგორც თავად გვიყვება „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის“ ექიმის, ლევან მასხარაშვილის წყალობით, მხედველობა დაუბრუნდა:

-სამი წლის წინ დამეწყო პრობლემები, განვითარდა თრომბოზი, რომელიც მოგვიანებით უფრო და უფრო მეტად გართულდა.

მარცხენა თვალში უკვე ვერ ვხედავდი საერთოდ, სრულიად უსინათლო ვიყავი როცა მივედი „ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრში“ აღმოჩნდა, რომ იქ ჩემი ახლობელი მუშაობს და მას ვთხოვე, რეკომენდაცია გაეწია რომელიმე ექიმისთვის. მითხრა, რომ ყველა ექიმი კარგია და კონკრეტულ ერთს ვერ მირჩევს, მერე ჩამომითვალა ის ექიმები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ, სიმართლე გითხრათ, ასე, სახელით და გვარით შევარჩიე, გავიგონე თუ არა ლევან ექიმის სახელი და გვარი, გულმა მისკენ გამიწია.

დავიწყეთ „ავასთინით“ მკურნალობა- ეს არის ნემსი, რომელიც კეთდება თვალში – მკურნალობის ამ მეთოდმა საჭირო შედეგი გამოიღო. სამწუხაროდ, პირადი პრობლემების გამო, ვეღარ გავაგრძელე მკურნალობა.  ისევ რომ მივედი ლევან ექიმთან, კიდევ უფრო დამძიმებული იყო მდგომარეობა.

გამიკეთდა ორი ოპერაცია, თვალის მინისებრი ქსოვილი ძალიან ამღვრეული იყო, ბადურა მიფენილი  და არ ვიცოდით წინასწარ, იქნებოდა თუ არა შესაძლებელი, მხედველობის აღდგენა. თუმცა, შინაგანად ყოველთვის ვიცოდი, რომ ისევ შევძლებდი დანახვას, ლევან ექიმიც ყოველ ჯერზე ამას მეუბნებოდა.

მახსოვს, მეორე ოპერაციის შემდეგ, პალატაში შემოვიდა და მითხრა, რომ აუცილებლად დავინახავ, რადგან ოპერაცია წარმატებით დასრულდა. სახვევი რომ ამხსნეს, ისევ ვერაფერს ვხედავდი. ავკანკალდი – ვერ ვხედავ, ვთქვი და დავინახე, როგორ ეცვალე სახეზე ფერი ლევან ექიმსაც. თვალი წნევა გამიზომა, ეტყობა, ვინერვიულე, წნევამ ამიწია – მითხრა, რომ წნევის ბრალი იქნებოდა.

ვუყურებდი, ისიც როგორ ნერვიულობდა ჩემთან ერთად და უცებ ერთდროულად ვთქვით – შენ დაინახავ, მითხრა ლევან ექიმმა და მეც მისივე სიტყვების პარალელურად ვთქვი – მე დავინახავ… ეს ისეთი ემოციური წუთები იყო… სულ ვამბობ, რომ ლევან ექიმი ჩემთვის არ არის უბრალოდ კარგი პროფესიონალი, ის არის ადამიანი, მას არც ქება სჭირდება და არც სახელი, ის ადამიანია და მორჩა, ამითი ყველაფერი ნათქვამია. ექთნებიც ასეთივე ყურადღებიანი და თბილი ჰყავს, ზოგადად, მთლიანად ერთი კარგი გუნდია.

ლევან მასხარაშვილი

-გახსოვთ მხედველობის დაბრუნების პირველი წუთები? რა დაინახეთ პირველად?

-მეუღლე მყავს გარდაცვლილი, მისი ფოტო მედო წინ და ვუყურებდი, მივხვდი რომ მის სახეს, მის ნაკვთებს ბუნდოვნად აღარ ვხედავდი და მხედველობა მიბრუნდებოდა. 

-ვიცი, რომ ლექსებსაც წერთ.

გაგიკვირდებათ და ლექსების წერა სწორედ მაშინ დავიწყე, როცა მხედველობის პრობლემა დამეწყო. არ მიჭირდა, უცნაურია, მაგრამ ყველაზე კომფორტულად სწორედ წერის დროს ვგრძნობდი თავს. მარჯვენა თვალით ხომ ვხედავდი და წერისას, ვერც ვგრძნობდი, რომ მარცხენა თვალი უსისცოცხლო იყო. აი, ქუჩაში ბევრად უფრო მიჭირდა გასვლა, კონცენტრაციას ვკარგავდი, მარცხენა მხარეს ვერ აღვიქვამდი – ლექსის, ან ჩანახატის წერისას კი, ყველაფერი ძველებურად იყო, თითქოს.

-ლევან ექიმზე თუ გაქვთ ლექსი დაწერილი?

-არაერთი, მე არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადავუხადო, მისი წყალობით, სიბნელის შემდეგ, მზეს ვხედავ, დედამიწას, ახლობლებს… ამიტომ ხშირად ვწერ მასზე ლექსს, მაგრამ, ერთს წაგიკითხავთ, ეს სულ რამდენიმე დღის წინ დავწერე:


საქმე ქებად

მზის ნათელის ხიბლის ენავ,
ნათლით ნათლის საოცრება!..
მასპინძლობის სიკეთე და
თვალის ჩინის სხივთა დღე ხართ!..

სიტყვას ვეძებ მადლის ლხენად,
გავამჟღავნო საქმე ქებად,
ბგერაც ვერ ვთქვი საკადრისი,
ვეღარ ვამბობ რაც მეწადა.

საოცრების საოცრებად,
აღმიდგინეთ მხედველობა,
იმედები მინავლული,
დამიბრუნეთ აღმაფრენად.

იმრავლეთ და გაიხარეთ,
დაგელოცოთ ფუძე კერა,
ბედნიერს და გამრავლებულს,
დიდხანს გევლოთ ამ ქვეყანას!..

გუთიკო-გუთიკო

03/06/2020

გუთი ბასალაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved