• რეკლამა
  • კონტაქტი
00:53, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული – ბერძენიშვილის შვილმა პოლიცია გამოიძახა

ალია ავტორი - ალია
17:38 05-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
575

ლევან ბერძენიშვილის სახლთან 20-მდე ნიღბიანი პირი იყო მობილიზებული. ,,მთავარი არხის” ინფორმაციით, ბერძენიშვილის შვილმა სახლთან პოლიცია გამოიძახა. თავად ლევან ბერძენიშვილი მედიასთან ამბობს, რომ იმ დროს, როცა 20-მდე პირი მის სახლთან იმყოფებოდა, ის უნივერსიტეტიდან ბრუნდებოდა.

მას შემდეგ, რაც ადგილზე პოლიცია მივიდა, ორგანიზებულმა ჯგუფმა ტერიტორია დატოვა.

“ესე იგი, როგორც მე შემატყობინეს მოსულა 15-20 კაცი, ათლეტური აღნაგობის შესაბამისის აღჭურვილობით ჯვრიანი ქუდებით, პირბადეებით და ა.შ. კითხვაზე: რაზე არიან მოსულები, ძირითადად იგინებოდნენ… აშკარად იყო მარბიელთა აქცია, რომლებიც მელოდებოდნენ,მათ  მშვენივრად იციან ჩემი გადაადგილება, უკვე მერამდენე შემთხვევაა.

მე არ ვიცი, როდის ვამთავრებ ლექციებს და მაგათ იციან ზეპირად. მე, რომ დროულად მოვსულიყავი ისინი აქ დამხვდებოდნენ. მე უბრალოდ გამაფრთხილეს და გზაში შევჩერდი. ამასობაში ვინაიდან არ მიდიოდნენ აქ იდგნენ, ამიტომ ჩემმა ქალიშვილმა გამოიძახა პატრული. პატრული გამოჩნდა თუ არა ისინი გაქრნენ. მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით. ამას ვუკავშირებ, წინა დღეებში გაირკვა, რომ თურმე შეურაცხყოფა მიმიყენებია ხევსურებისთვის.

მე ვცხოვრობ ისე, რომ ხან კახელებს ვაყენებ შეურაცხყოფას ხან ხევსურებს და მე მიმიყენებია შეურაცხყოფა 2013 წელს. ახლა არის 2023 წელი. 2014 წელს ჩაიწერა ის მასალა, რომელიც დიდი ხანია ძალიან ცნობილია, რომელიც ასევე ნათარგმნია ინგლისურად და ფრანგულად და ჯერჯერობით პრეტენზია არავის არ ჰქონია. და საერთოდ ბევრ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის ვადა და ჩემს არა თურმე, ანუ მე 2014 წელს რას ვიტყვი, 1943-ში რას ვიტყვი, ამაზე ვიღაცამ პასუხი უნდა მომთხოვოს. თუკი ვინმემ, ამ ხალხიდან წერა-კითხვის მცოდნე არის და წაიკითხავს ალუდა ქეთელაურს, ყველას პრეტენზია ექნება ვაჟა-ფშაველასთან და არა ჩემთან, იმიტომ, რომ მე არ მინახავს ალუდას სიზმარი, ალუდამ ნახა კანიბალისტური ხასიათის სიზმარი…

ჯერჯერობით ფიზიკურად არავინ არ შემხებია, რამდენიმე მოქალაქემ მოახერხა და შეურაცხყოფა მომაყენა ქუჩაში, ნუ ეს ღმერთ ხელი მოუმართოს ყველას, ვისაც ა უნდა ის თქვა, მაგრამ ორგანიზებული ჯგუფი რომ მოდის და მკლავებზე იყურებიან, მუსკულებზე, ასეთი მხოლოდ მესამეა” – ამბობს ლევან ბერძენიშვილი

თეგები: ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved