რუსმა მომღერალმა ლევ ლეშენკომ საქართველო უკვე დატოვა. ამის შესახებ “ალიას” შსს-ში განუცხადეს.
“აღნიშნულმა პირმა უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია, რაც შეეხება მის შემოსვლას ქვეყანაში, მან საპასპორტო კონტროლი გაირა შეუფერხებლად რადგან არ ფიქსირდებოდა რაიმე სახის კონტროლი, ასევე არ უფიქსირდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის ან გამოსვლის თარიღდამღა”, – აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი რუსი მომღერლის, ლევ ლეშენკოს საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებდა, რადგან, მათი თქმით, მომღერალს დარღვეული აქვს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი.
კომენტარები