ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, საბურთალოს რაიონში, ლეო და ნოდარ გაბუნიების ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის გასაახლებლად სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
პროექტის ფარგლებში ახლით შეიცვალა 1.5 კმ-ზე მეტი სიგრძის მოძველებული ქსელი, დამონტაჟდა ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელ ურდულები, ასევე მოეწყო საკვანძო ჭები და სახანძრო ჰიდრანტები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ წყალმომარაგების ახალი ქსელი ექსპლუატაციაში შევიდა. შედეგად ლეო და ნოდარ გაბუნიებისა და მიმდებარე ქუჩებზე 1000-ზე მეტ აბონენტს მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდა მომსახურების ხარისხი.
აღნიშნულ პროექტში ჯივიპიმ 500 000 ლარზე მეტის ინვესტიცია განახორციელა.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აქტიურად აგრძელებს თბილისის სხვადასხვა რაიონში მნიშვნელოვან სარეაბილიტაციო პროექტებს.
კომენტარები