• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, შაბათი, 18 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლელოს წევრებზე ზეწოლის გახშირებული ფაქტები

ალია ავტორი - ალია
17:39 09-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

“ლელოს” მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ და პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც წინა საარჩევნოდ მოქალაქეებზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტებზე ისაუბრეს.
“ლელოს“ ლიდერების თქმით, „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური პარტიის გაძლიერება აშინებს და მიმართავს თვალთვალის, დაშინებისა და შანტაჟის გზებს. 

პარტიაში ხმამაღლა საუბრობენ და ფაქტებს ასაჯაროებენ იმ ავტომობილებზე, რომლებიც „ლელოს“ წევრებს ბოლო დროის განმავლობაში უთვალთვალებენ. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე აცხადებს, „ლელოს“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ფიქრია ჩიხრაძის შტაბმა დააფიქსირა ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით – II252HH. ხოლო უშუალოდ ბუაძეზე თვალთვალს ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით – AA055EE ახორციელებს. 

„ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, დღეს უკვე ცხადად ჩანს, თუ როგორ ეშინია ქართულ ოცნებას „ლელოს“ გაძლიერების, ეშინია ჩვენი მაჟორიტარების, ეშინია ჩვენი საარჩევნო კამპანიის სრულფასოვნად ჩატარების.

„ხელისუფლების მხრიდან ლელოს საარჩევნო კამპანიისათვის ხელის შეშლის ფაქტები და სუს-ის მიერ ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატების რეგულარული თვალთვალი და დევნა – მათი შეხვედრებისას და გადაადგილებისას გახდა ჩვეული მოვლენა. მინდა, მკაფიოდ გითხრათ, რომ ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას და ყველა ჩვენს თანამებრძოლს ბოლომდე დავიცავთ ყველა სამართლებრივი გზით! საარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის, “ლელო საქართველოსთვის” აწარმოებს მასშტაბურ საარჩევნო კამპანიას მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პარტიის ლიდერები ყოველდღიურად ხვდებიან ამომრჩეველს სხვადასხვა ფორმატში და იმყოფებიან ველზე, რათა ლელოს „მარშალის გეგმა“ – საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამა მიიტანონ თითოეულ ამომრჩევლამდე. ცხადია, ეს ყველაფერი უკიდურესად აშინებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას და მათი მთელი ყურადღება არის მომართული ჩვენთვის ხელის შეშლაზე. ტროლების ფაბრიკისა და ადმინისტრაციული რესურსის ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებამ უკვე არნახულ მასშტაბებს მიაღწია,“-აცხადებს საბა ბუაძე. 


მისივე განმარტებით, მისასალმებელია, როდესაც ოპოზიციის მიერ გამართულ ღონისძიებასა და შეხვედრებზე  პატრულის ფორმიანი თანამშრომლები იცავდნენ წესრიგს, მაგრამ ყოვლად ვგმობთ ამ თვალთვალს, რომელსაც ეწევიან უფორმო შავებში გამოწყობილი ადამიანები. საბა ბუაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის, ლაშა გვასალიას მიერ სოციალური ქსელის საშუალებით პარტიის წევრ ქალ  მხარდამჭერებზე ზეწოლასა და ბულინგსაც შეეხო, როდესაც „ლელოს“ წევრს გვასალია პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა. ბუაძემ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ დაგმო. 

„აგრეთვე აქტიურად ხორციელდება ზეწოლა კერძო ბიზნესის გამოყენებით ბოლნისის ოლქში, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი და თანამებრძოლი, ალახვერდი ფოლადოვი, რომელიც მუშაობდა სოფელ ფარიზში, ვაშლის ბაღში დაცვის თანამშრომლად, გაათავისუფლეს სამსახურიდან, რადგან მისმა დამსაქმებელმა მოსთხოვა, რომ დაეტოვებინა ლელო და გადასულიყო “ქართულ ოცნებაში”, წინააღმდეგ შემთხვევაში გაათავისუფლებდნენ სამსახურიდან. ასეთი ფაქტები კიდევ არის უამრავი და სამწუხაროდ, საათობრივად მოგვდის ინფორმაცია კიდევ ახალ და ახალ ზეწოლისა და დაშინების ფაქტების შესახებ. ეს სამწუხარო ფაქტები ნათლად ასახავენ იმ რეალობას, რაც “ქართულმა ოცნებამ” შექმნა და იმ არაჯანსაღ წინასაარჩევნო გარემოს, რომელშიც ვიმყოფებით.  უნდა ითქვას, რომ „ლელო“ ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა სახელისუფლებო შეტევის. ამას ალბათ ჩვენი წარმატებული კამპანია განაპირობებს. მინდა მივმართო ქართულ ოცნებას, ჩვენ ვერ შეგვაშინებთ, თქვენი უსაქციელობა მხოლოდ თქვენ წინააღმდეგ მოქმედებს, ჩვენი მხარდამჭერები და თანამებრძოლები კი არ გატყდებიან, რადგან მათ ბოლომდე დავიცავთ,“- განაცხადა საბა ბუაძემ. 

ბრიფინგის მსვლელობისას საზოგადოებას „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმაც მიმართა. მისი თქმით „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა „ლელოს“ შანტაჟი და თვალთვალია, რადგან მათ არჩევნებამდე სხვა გზა არ დარჩათ. 

„მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ რომ ეს არის მათი ბოლო ცდა, რომ მოეპოტინოს ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო დღეებს, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, რადგან 31 ოქტომბერს მოსახლეობა ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ მმართველობას დაასრულებს,“- განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი კაპიტალი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა

16:22 07-17-2026
განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში
ახალი ამბები

განსაკუთრებული შეთავაზება თიბისი კონცეპტ Visa Signature სამოგზაურო ბარათის მფლობელებისთვის – მიიღეთ შანსი იმოგზაუროთ Disneyland-ში

16:00 07-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

11:46 07-17-2026
მწერებისგან დამცავი ბადე
ახალი ამბები

ფარული ფინანსური ბომბები და ლაიფჰაკები – მწერებისგან დამცავი ბადის სრული გზამკვლევი

14:38 07-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved