• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

ალია ავტორი - ალია
17:36 12-06-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

„ლელო საქართველოსთვის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი სამუშაო შეხვედრა დაიწყო.

როგორც ოპოზიციის ლიდერებმა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე განუცხადეს, შეხვედრა საკონსულტაციო, სამუშაო ხასიათს ატარებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ დოკუმენტს, რომელიც ოპოზიციამ მმართველ გუნდს ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით გაუგზავნა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, მსგავსი შეხვედრები მოლაპარაკებების მესამე რაუნდამდე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. დღეს კი საკუთარ შეთავაზებაზე „ქართული ოცნების“ სავარაუდო პასუხის შესახებაც იმსჯელებენ.

„ახლა გავივლით დეტალებს იმასთან დაკავშირებით რა შეიძლება იყოს მათი სავარაუდო პასუხი და რა პოზიცია შეიძლება გვქონდეს. ჩვენი პოზიცია ამ წუთში ხდება უცვლელი“, – განაცხადა კაპანაძემ.

თავის მხრივ, გიგი უგულავამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მესამე რაუნდი სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაინიშნება.

„ჩვენი დოკუმენტი, რომელიც ბოლო შეხვედრაზე ელჩებს გადავეცით, მასზე იქნება მსჯელობა. ასევე, სტრატეგიაზე, თუ მესამე რაუნდი დაინიშნება. ასე რომ, შიდაოპოზიციური საკონსულტაციო შეხვედრაა და რაიმე ისეთი, ფუნდამენტური გადაწყვეტილებები დღეს არ მიიღება, რადგან ჩვენ პრინციპში, ყველა პარტიის მიერ, რომლებიც პარლამენტში არ შედის, ერთიანი დოკუმენტი შემუშავებულია. პლებისციტს ვუყურებ როგორც შუალედურ რგოლს, რათა რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეთ. შესაბამისად, პლებისციტი არის მექანიზმი, ვკითხოთ ხალხს – უნდათ თუ არა რიგგარეშე არჩევნები“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

კანონმდებლები საქმიანობას მომდევნო კვირიდან უნდა შეუდგნენ. გასარკვევია, მოხერხდება თუ არა დიალოგის მესამე რაუნდზე შეთანხმება. მეათე მოწვევის პარლამენტში, მმართველ პარტიასთან ერთად, კიდევ 8 პოლიტიკური სუბიექტი უნდა შევიდეს, თუმცა ოპოზიცია ჯერ კიდევ ბოიკოტს განაგრძობს. როდის დაინიშნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდი, ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved