• რეკლამა
  • კონტაქტი
15:54, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელოს“ გუნდს თამაზ გაიაშვილი შეუერთდა

ალია ავტორი - ალია
14:35 08-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

“ლელოს” გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას „აირზენა – ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი – თამაზ გაიაშვილი შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ ძლიერდება, რადგან გუნდს ქვეყნაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი თამაზ გაიაშვილი უერთდება. ხაზარაძის თქმით, გაიაშვილის გადაწყვეტილება ბიზნესმენისთვის მარტივი არ ყოფილა, თუმცა ისინი ქვეყნის მომავლისთვის ერთიანდებიან. „ლელოს“ თავმჯდომარემ მას პარტიაში გაწევრიანებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ დღეს ჩვენ შემოგვიერთდა საკმაოდ სერიოზული ბიზნესმენი, ადამიანი, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექოლოგიური საქმეს და ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი 25 წლის წინ. მან გაიარა ის სიმძიმეები, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა ამ წლების განმავლობაში გამოწვევის სახით, დაასაქმა ათასობით ადამიანი, შექმნა ათეულობით წარმომადგენლობა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ. ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და მისი გადაწყვეტილება, რომ შემოუერთდა „ლელოს“, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. თამაზ გაიაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს 120 ფრენა განახორციელა აფხაზეთის მიმართულებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოიყვანა დევნილები და თანამოქალაქეები აფხაზეთიდან,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თამაზ გაიაშვილმა საკუთარ გადაწყვეტილებასა და პოლიტიკაში ჩართვაზე ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკაში მისი წასვლა მძიმე იყო, თუმცა ამ ეტაპზე საჭირო გახდა.

„საკმაოდ მძიმე იყო დღევანდელი ჩემი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ჩართვა არ არის ადვილი საქმე. თუმცა, მე დავკარგე იმედი, რომელიც 2012 წელს გამიჩნდა ამ მთავრობის მიმართ. დღეს დადგა ის დრო, როდესაც ყველანი ჩვენი შვილების მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვინდა, მათ ბედნიერი საქართველო დავუტოვოთ, სწორედ ამ მიზნისთვის ვწევრიანდებით ერთად და ვართ „ლელოში“. ჩვენ გვაწუხებს ჩვენი შვილების მომავალი და მეტი გზა არ გვაქვს, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის ბედზე. ჩემი მთავარი მესიჯია, შემოუერთდით „ლელოს“ და ერთად ავაშენოთ ბედნიერი საქართველო,“- აღნიშნა თამაზ გაიაშვილმა.

„ლელოს“ ახალი გუნდის წევრის შემოერთებას პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძეც ეხმაურება და იმ საერთო ღირებულებებზე საუბრობს, რომელიც პარტიასა და თამაზ გაიაშვილს აკავშირებს.

„ბატონი თამაზის გადაწყვეტილება არის იმის მანიშნებელი, რომ ვახერხებთ ჩვენი ძალისხმევისა და იდეების გაერთიანებას, რათა ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. თამაზ გაიაშვილი არის დიდი დამსაქმებელი და ამ ქვეყანაში ერთ-ერთი დიდი პრობლემა დასაქმება და უმუშევრობაა. მასთან ერთად ვიფიქრებთ, როგორ გამოვიყვანოთ სხვადასხვა დარგები კრიზისიდან, რომელთა განვითარებაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,“-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი – ლევან სამუშია და დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდნენ.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved