• რეკლამა
  • კონტაქტი
03:35, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელოს“ გუნდს დეპუტატი ლევან კობერიძე შეუერთდა

ალია ავტორი - ალია
14:23 08-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“ლელო“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას დამოუკიდებელი დეპუტატი – ლევან კობერიძე შეუერთდა, რომელიც დღეს ბრიფინგზე „ლელოს“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ ფართოვდება ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარებას ეკონომიკის, ჯანდაცვისა და სხვა მიმართულებებით ეხება.

„ლელო“ იზრდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მას უერთდებიან გამორჩეული ლიდერები. ამ წლების განმავლობაში ისინი ამტკიცებენ, რომ არიან სამართლიანები და უკომპრომისოები, სწორედ ასეთია ლევან კობერიძე. მინდა, მას ვუსურვო წარმატება და ყველა იმ იდეის განხორციელება, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენგანს. ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა იყოს წარმატებული, სამართლიანი და მივაღწიოთ ყოველდღიური გამარჯვების სერიას – ეკონომიკაში, მედიცინაში და სხვა სფეროებში,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„დღეს ქვეყანას სჭირდება ახალი ალტერნატიული ცენტრი რათა ქვეყანაში დავასრულოთ ორპოლუსიანობა,“ – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა და „ლელოს“ წევრმა ლევან კობერიძემ ბრიფინგის დროს განაცხადა.

„იმისათვის, რომ ეს ცენტრი იყოს რაც შეიძლება წარმატებული, ისევ ჩვენი მოქალაქეებისთვის უნდა დავდგეთ ერთად. ეს ალტერნატივა უნდა იყოს „ლელოსთან“ ერთად. მე დიდხანს ვაკვირდებოდი ამ გუნდს და აღმოვაჩინე, რომ გვაქვს საერთო ღირებულებები. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ერთმანეთი, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ყველას აქვე მოვუწოდებ, ყველა იმ პოლიტიკურ ძალას თუ ინდივიდუალურ პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქეს, ვისაც უნდა, რომ ქვეყანაში იყოს სიახლე, იყოს ალტერნატიული ძლიერი პოლიტიკური ცენტრი, ჩვენ გავაძლიეროთ ერთმანეთი, ვითანამშრომლოთ და ჩვენ ასე მივაღწევთ წარმატებას – იმ ორპოლუსიანობის დამარცხებას, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ყველანი ვლაპარაკობთ. მე ვიძლევი იმის პირობას, რომ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ ამ გუნდში,“- აცხადებს კობერიძე.

„ლელო“ ახალი გუნდის წევრის შემოერთებას პოლიტიკური გაერთიანების გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძეც ეხმაურება და იმ საერთო ღირებულებებზე საუბრობს, რომელიც პარტიასა და ლევან კობერიძეს აქვს.

„კმაყოფილი ვარ, რომ ლევან კობერიძე დღეს ჩვენს რიგებშია და ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულება, რაც გვინდა გავუზიაროთ ჩვენს მოსახლეობას – ხედვები, რომლებიც ყალიბდება ერთმანეთთან მსჯელობაში , ხედვები, რომლებიც ეხება საქართველოში ყველა სფეროს მოდერნიზაციას, ყველა სფეროში რეფორმას. ლევანს აქვს ძალიან საინტერესო შეხედულებები, რომლებიც ბევრ რამეში ჩვენსას ემთხვევა. ჩვენ გავაგრძელებთ იმაზე შრომას, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი გეგმები და ის მოსაზრებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას,“- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პოლიტიკურ გაერთიანებას „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი – ლევან სამუშია შეუერთდა.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved