• რეკლამა
  • კონტაქტი
15:27, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელოს” ახალი წევრები შეუერთდნენ, ბათუმის აქტიური დამცველები პარტიის იდეოლოგიას იზიარებენ

ალია ავტორი - ალია
20:19 10-05-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
190

“ლელოს“გუნდს ბათუმის აქტიური დამცველები შეუერთდნენ – ალექსანდრე მილორავა, რომელიც 2017 წლიდან აქტიურადაა ჩართული პოლიტიკასა და სამოქალაქო აქტივიზმში, და ბაჩუკი ჩხეიძე,  საზოგადოება „ბათუმელის“ თანადამფუძნებელი და დღემდე გამგეობის თავმჯდომარე. ამის შესახებ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

ირაკლი კუპრაძის განმარტებით, პარტიას შეუერთდნენ  ადამიანები, რომლებიც მუდმივად ზრუნავდნენ ქალაქის კეთილდღეობაზე. ყოველთვის გმობდნენ  რეგიონისთვის ყველაზე მტკივნეულ საკითხებს, რაც  სიტყვის თავისუფლებისა და ქალაქის ჩაბეტონების ეხებოდა. კუპრაძის თქმით, თავიანთ პატრიოტულ  საქმეს ალექსანდრე მილორავა და ბაჩუკი ჩხეიძე უკვე „ლელოს“ რიგებიდან გააგრძელებენ.

„დღეს „ლელოს“ გუნდი ყველაზე სახალხო, ყველაზე აქტიურ და თავისუფალ ადამიანებს იკრებს. სამართლიანობისთვის, მეტი დასაქმებისა და კანონიერი სახელმწიფოს მშენებლობისთვის, დღეიდან, საერთო ფერის, საერთო სახელის გარშემო ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ და დავასრულებთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას,“- აღნიშნა  ირაკლი კუპრაძემ.


„ლელოში“ გაწევრიანება პარტიის პროგრესულ-რაციონალური პოლიტიკის გამო გადაწყვიტა, ბაჩუკი ჩხეიძემ. როგორც ჩხეიძე განმარტავს, „ლელო“არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას.


„ჩვენი გადაწყვეტილება განაპირობა „ლელოს“ პროგრესულ – რაციონალურმა პოლიტიკამ. ამ გუნდში არიან ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სფეროში თქვეს საკუთარი სიტყვა, იბრძოდნენ ადამიანის უფლებებისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და შექმნეს დასაქმების უამრავი ადგილი. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსახლეობას სთავაზობს ქვეყნის ამ მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას. „ლელომ“ დაამსხვრია დადგენილი სტანდარტი, როცა სხვადასხვა პარტიის დაკომპლექტება დღემდე ერთი პირის სურვილზეა დამოკიდებული. აშკარაა, რომ ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში აქცენტი პროფესიონალიზმსა და გუნდურობას ენიჭება. მჯერა, ერთად შევძლებთ 31 ოქტომბერს გამარჯვებას”- განაცხადა ბაჩუკი ჩხეიძემ.

„ლელოს“ ახალი გუნდის წევრის, ალექსანდრე მილორავას თქმით, მან პარტიაში გაწევრიანება ამ გუნდის დემოკრატიული პრინციპების გამო გადაწყვიტა. მილორავას განცხადებით, მისი  სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში გადანაცვლება სწორედ ამან განაპირობა.


„ჩემთვის, როგორც სამოქალაქო აქტივისტისთვის, არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, გავერთიანებულიყავი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში, მაგრამ „ლელო“ არის გუნდი, რომელიც ყველაზე უკეთ იცავს დემოკრატიულ პრინციპებს, მას აქვს “მარშალის გეგმა”, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. სწორედ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარება სჭირდება საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენ შევდგეთ ჭეშმარიტ ევროპულ სახელმწიფოდ. ამიტომ მე გავხდი „ლელოს“ წევრი და ჩვენ – ახალი, ძლიერი გუნდი, აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და შევუდგებით ქვეყნის განვითარების მშენებლობას”- აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?
ახალი ამბები

რა უნდა გავითვალისწინოთ ახალი ტელევიზორის შერჩევისას და რას გვთავაზობს მეგატექნიკის კატალოგი?

14:42 06-16-2026
საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ
ახალი ამბები

საქართველოს AI ნაკრები ცნობილია – ახალგაზრდა ტალანტები ქვეყანას საერთაშორისო ოლიმპიადაზე წარადგენენ

13:03 06-16-2026
სილქნეტის საზაფხულო შეთავაზება
ახალი ამბები

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

12:55 06-16-2026
სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა
ახალი ამბები

სასტუმრო ტელეგრაფში ნინო ყიფშიძის ტექსტილის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა

12:12 06-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved