• რეკლამა
  • კონტაქტი
17:59, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელომ” კიდევ ერთი ორგანიზაცია გახსნა და ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
16:27 08-31-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

დღეს, 31 აგვისტოს, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ლელო საქართველოსთვის“ გურჯაანში კიდევ ერთი რაიონული ორგანიზაცია გახსნა. შეხვედრაზე „ლელოს“ მხარდამჭერები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ.

რაიონული ორგანიზაციის გახსნას „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკატერინე ქვლივიძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. 
მათ რაიონის პრობლემებზე ისაუბრეს და ის გეგმები განიხილეს, თუ როგორ უნდა დაძლიოს გურჯაანმა არსებული დაბრკოლებები. „ლელოს“ გურჯაანის  რაიონულ ორგანიზაციას გიორგი ედიშერაშვილი უხელმძღვანელებს.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ გურჯაანის  მოსახლეობას მიმართა, მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა და რეგიონის განვითარებაზე ესაუბრა. 

„გავხსენით კიდევ ერთი წარმომადგენლობა და ასევე, ადგილობრივებს წარვუდგინეთ მათი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. ეკატერინე ქვლივიძე არის გამორჩეული სამხედრო  მფრინავი დამოუკიდებელ საქართველოში და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ქვეყნის რეალური ცვლილებები მოახდინოს ხალხის საკეთილდღეოდ. ჩვენ ვართ დაკომპლექტებული სერიოზული პროფესიონალებით და იმ ადამიანებით, ვინც იცის, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც „ქართული ოცნების“ გამო იმყოფება,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

„ლელოს“ თავმჯდომარემ საარჩევნო დღის განკარგულების გამოცემასა და საარჩევნო კამპანიის აქტიურ ფაზაში გადასვლაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტიას საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. „ლელომ“ წარადგინა თითქმის ყველა ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი. 

„იმ რამდენიმე კანდიდატს, რომელიც უნდა დავასახელოთ რამდენიმე დღეში, წარვუდგენთ საზოგადოებას. პრაქტიკულად, გასული ვართ საარჩევნო ველზე, მიდის სერიოზული მუშაობა, იმედია ბრძანებაც იქნება გამოცემული. ჩვენ ძალიან სერიოზული შემართებითა და შედეგებით შევხვდებით არჩევნებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვების იმედით,“-განაცხადა ხაზარაძემ. 

გურჯაანის რაიონული ოფისის გახსნის დროს, მოსახლეობას გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ეკატერინე ქვლივიძემაც მიმართა. მან მზაობა გამოთქვა რეგიონის პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში. 

„ვიყო ამ ადამიანების დეპუტატობის კანდიდატი, ძალიან საპასუხისმგებლოა, ამით მე ამაყი ვარ. მზადყოფნას გამოვთქვამ ყველა იმ საკითხში, რაც აწუხებს რეგიონს, რომ ერთად მოვაგვაროთ. დღეიდან მე „ლელოს“ ჯარისკაცი ვარ და აქედან ვიბრძოლებ უკეთესი საქართველოსთვის. ეს არის პროფესიონალთა ჯგუფი და ამაყი ვარ იმ ინოვაციური მიდგომით, რომელიც მათ გააჩნიათ,“- განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.

თეგები: ეკატერინე ქვლივიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved