• რეკლამა
  • კონტაქტი
06:55, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელომ” კიდევ 12 ახალი წევრი ქალი წარადგინა

ალია ავტორი - ალია
00:36 09-16-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

დღეს “ლელომ“ ქალთა საბჭოს მთაწმინდის რაიონის 12 ქალი წევრი წარადგინა. ღონისძიებას „ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრი მედეა მეტრეველი და მთაწმინდა-კრწანისის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საბა ბუაძე დაესწრნენ. 

„ლელოს” პოლიტსაბჭოს წევრის, მედეა მეტრეველის თქმით, პარტია განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ქალების როლის  გაძლიერებაზე პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში, სწორედ ამიტომ “ლელო” ქალების აქტიურობას უწყობს ხელს. 

“დღევანდელი ღონისძიება დასაწყისია ქალების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრისა და გენდერული თანასწორობის უმთავრესი პრინციპების განმტკიცების. ქალების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გააქტიურება ხელს შეუწყობს ისეთი სახელმწფო პოლიტიკის წარმოებას, რომელიც უფრო მეტად იქნება ორიენტირებული ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, ოჯახების წინაშე არსებული პრიორიტეტების გამოკვეთაზე, ჩვენი შვილების უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უზრუნველყოფაზე, ქვეყანაში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნებაზე, განათლებასა და ინფრასტრუქტურული პრობლემების ეფექტურ მოგვარებაზე. „ლელოს“ ქალთა საბჭოს წევრების წარდგენა მთელი საქართველოს მასშტაბით იგეგმება. პარტიამ უკვე წარადგინა „ლელოს“ ქალთა საბჭოს წევრები ისნის რაიონში და საქართველოს რამდენიმე რეგიონში,”- განცხადა მედეა მეტრეველმა.    

“საქართველოში ქალების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა მათი ეკონომიკური არის თავისუფლება”- ამის შესახებ “ლელოს” მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ქალის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა. 

“ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქალების ეკონომიკურად გაძლიერებას, რადგან ამის უკან დგას სხვა ყველა საკითხი. ეკონომიკური პრობლემები მათ დაბრკოლებას უქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ მათ წარმატებას უნდა შევუწყოთ ხელი და მჯერა, რომ “ლელო” ამას მოახერხებს,”- განაცხადა საბა ბუაძემ.

“ლელოს” ქალთა საბჭოს  მთაწმინდის რაიონის 12 ქალი წევრი: 

ნანა მშვენიერაძე, მანანა აბულაძე, ნინო მამარდაშვილი, ცირა გოგუაძე, მაია გეგეჭკორი, მანანა ჯიქია, მარიამ კანდელაკი, თინათინ ფათრეკაშვილი, ლია ანდრიაშვილი, ნინო ბიჭაშვილი, ანი ყაჭეიშვილი, ლალი ქევხიშვილი.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved