• რეკლამა
  • კონტაქტი
08:12, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლელომ და დროამ თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს

ალია ავტორი - ალია
18:57 10-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

ოპოზიციურმა პარტიებმა, ლელომ და დროამ კოალიციური თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

საერთო ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ პარტიებს შორის კონსულტაციების შედეგად გადაწყდა ისეთი პლატფორმის შექმნა, რომელიც ჯანსაღი კოალიციური მმართველობის გარანტი იქნება და არცერთ მხარეს ერთპიროვნული მართვის საშუალებას არ მისცემს. 

“დღეს შევიკრიბეთ პარტია დროა და პარტია ლელო საქართველოსთვის, რათა შევქმნათ ერთიანი ფრონტი და ერთიანი პლატფორმა, იმისათვის, რომ ყველა პროდასავლური, მოაზროვნე ადამიანი, ვისაც უნდა ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოყვანა, შემოგვიერთდეს და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში შევქმნათ პროდასავლური კოალიციური მმართველობა”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ კი აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როცა ქართული ოცნება საზოგადოების გახლეჩვას ცდილობს, პოლიტიკური ძალების გაერთიანება კრიტიკული მნიშვნელობისაა.

“ამ მომენტში ჩვენ, პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ ჯგუფებს, მოქალაქეებს გვაქვს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა- კარგად დაფიქრება, თუ რა გადაარჩენს ამ ქვეყანას, რა გააჩენს რწმენას იმისა, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უნარი, ავაშენოთ ერთიანი ეროვნული თანხმობით პროდასავლური ცივილიზებული სახელმწიფო. დღეს ეს გადის ორ რამეზე, ესაა ერთობა და კოალიციური მრავალფეროვნება[…] მე დიდი სიამოვნებით ვაწერ ხელს იმ პრინციპებს, რომლის გარშემოც ჩვენ ამ ბრძოლაში ვერთიანდებით.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ლიდერებმა კოალიციური მმართველობის მომხრე პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდეს შეუერთდნენ ამ შეთანხმებას. მათ ისაუბრეს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე და ამომრჩეველს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდეს. 

თეგები: ელენე ხოშტარიამამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved