• რეკლამა
  • კონტაქტი
08:29, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო” შეცდომას უშვებს, ილუზიაშია, თავისი არჩევანი აქვს და მიხედოს”

ალია ავტორი - ალია
14:29 06-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

თბილისის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატი „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იქნება.

ამის შესახებ თავად ვაშაძემ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ ან ზეგ დაასახელებენ:

„ხალხს რაც აინტერესებს, ეს არის ოპოზიციის ერთიანობა. მე პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს.

ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გარკვეული კანდიდატები დასახელდება თბილისთან მიმართებაში.

ბევრს უნდოდა, რომ ჩაშლილიყო ეს შეთანხმება, „ქართული ოცნება“ ალბათ, ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ, ოპოზიციური გაერთიანება ჩაიშალოსო, მაგრამ არ ჩაიშლება. „ლეიბორისტული“ ფორმატიდან დასახელდება მაჟორიტარობის კანდიდატები.

ოპოზიციას კარგი მოდელი აქვს შემუშავებული და მაჟორიტარმა კანდიდატებმა შესაძლოა შეავსონ მთლიანად თბილისი ან შესაძლოა ვერა.

დასახელებულთა შორის არ იქნება პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრები.

„ლელო“ არ არის, „ლელოს“ თავის არჩევანი აქვს და კი ბატონო, მიხედოს.

მე არ ვეთანხმები მათ საარჩევნო სტრატეგიას, ცოტა ილუზიებში არიან, მაგრამ ახალგაზრდა პარტიაა, ისწავლის და გამოცდილებას მიიღებს.

როგორც მე არ მაქვს ბიზნესში გამოცდილება, ისე მათ არ აქვთ პოლიტიკაში გამოცდილება და ვფიქრობ, რომ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია.

მე ამაში ვერ ჩავერები.

მაინც მინდა, რომ ვითანამშრომლო ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასთან იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ ეს უბედურება, რასაც მე ივანიშვილის ანკლავს ვეძახი, იმიტომ, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდეს… პირველი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა დავაფიქსიროთ; მეორე, კარი ღია დავტოვოთ საინტერესო ადამიანებისთვის და ამასაც გავაკეთებთ; მესამე – ოპოზიცია შეთანხმდა და თანხმდება ამ საკითხებზე, ამიტომ ჩვენ ამ კუთხით განცხადება ხვალ გვაქნება“

შეგახსენებთ, მთავრობასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმების საფუძველზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, თბილისში , 8 სამაჟორიტარო ოლქი იქნება, საიდანაც 2-ში, ოპოზიციის მხრიდან თავის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობა“ დააყენებს დანარჩენ 6-ს კი, ოპოზიცია „გაიყოფს“.

როგორც პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, პარტია ლელოს დადებას დამოუკიდებლად აპირებს.

აღსანიშნავია, რომ მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლება „გირჩსა“ და „რესპუბლიკურ პარტიას”.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved