• რეკლამა
  • კონტაქტი
02:25, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო საქართველოსთვის” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის მსვლელობის დროს განაცხადა, რომ პარტია „ლელო“ უკვე არის საქართველოს პარლამენტში, რომელსაც თავად კობერიძე წარმოადგენს

ალია ავტორი - ალია
19:59 09-01-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

„ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობერიძემ დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესიის მსვლელობის დროს განაცხადა, რომ პარტია „ლელო“ უკვე არის საქართველოს პარლამენტში, რომელსაც თავად კობერიძე წარმოადგენს. 

კობერიძის თქმით, ის წარმოადგენს პარტიას, რომელიც იქნება ძალიან აქტიური  იმ პერიოდში, რაც არის დარჩენილი არჩევნებამდე და საპარლამენტო მუშაობასთან დაკავშირებით.

„ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება იწყება არჩევნების ოფიციალურად დანიშვნის შემდეგ. გადავდივართ რეალურად ახალ ეტაპზე,  რომელიც ჩვენ, პოლიტიკოსებს, გვანიჭებს კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას საკუთარ ამომრჩევლებთან. ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობამდე მივიტანოთ ჩვენი სათქმელი და ქვეყანა არ გადაყვეს ორპოლუსიან კინკლაობას. მათ უნდა დაინახონ ახალი პოლიტიკური ალტერნატივები ქვეყანაში და ასეთი ალტერნატივა სწორედ „ლელოა“ ” – განაცხადა ლევან კობერიძემ. 

„ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე პოლიტიკური გაერთიანების სამომავლო გეგმებზე და 5 სექტემბერს დაანონსებულ ღონისძიებაზეც გაამახვილა ყურადღება. 
 
„5 სექტემბერს იქნება პარტიის ოფიციალური პრეზენტაცია პროგრამასთან დაკავშირებით, სადაც ვისაუბრებთ ყველა იმ მთავარ თეზისზე, თუ რას გააკეთებს „ლელო“ პარლამენტში არჩევნებში გამარჯვების შედეგ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიყოთ ორიენტირებული ადამიანის უფლებებზე და  არა ერთმანეთში რაღაც გარკვეულ შეთანხმება გარიგებებზე. ამ მხრივ,  რა თქმა უნდა, ოპოზიციურ სპექტრთან სათანამშრომლოდ ვიქნებით მზად, ხაზს ვუსვამ, ისე და ისევ ამომრჩევლის კეთილდღეობისთვის. რაც შეეხება მთავარ პოლიტიკურ მიზანს, უცვლელია. ეს არის „ქართული ოცნების“ დამარცხება არჩევნებში. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ძალიან მკაფიო პროგრამა, ძალიან ძლიერი გუნდი. მინდა გითხრათ, რომ “ლელო საქართველოსთვის” არის ერთადერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც სრულად აქვს დაკომპლექტებული საარჩევნო ფრონტი, 30-ვე ოლქში მაჟორიტარების სახით და აქვს სრულყოფილი პოლიტიკური შინაარსი, აქვს ლეგალური პოლიტიკური ფინანსები იმისათვის, რომ ბრძოლა აწარმოოს გამარჯვებისთვის, ბრძოლა ადამიანებისთვის და ქვეყნის  გამარჯვებისთვის. მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ გუნდის წევრი ვარ.  „ლელო საქართველოსთვის“ გუნდში არიან ისეთი ახალგაზრდები, როგორიც არის ირაკლი კუპრაძე, რომელმაც ბათუმში, თითოეული ჩვენგანის ღირსება გადაარჩინა იმ ბანერის ჩამოხსნით, რომელიც შეიცავდა ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას. ასეთი ადამიანები შექმნიან საქართველოს მომავალს,”- აცხადებს ლევან კობერიძე.

თეგები: ლევან კობერიძელელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved