• რეკლამა
  • კონტაქტი
21:17, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელო საქართველოს“ გუნდს ლევან სამუშია შეუერთდა

ალია ავტორი - ალია
16:05 08-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

“ლელო საქართველოსთვის“ გუნდს ახალი წევრი ჰყავს. პოლიტიკურ გაერთიანებას  „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი – ლევან სამუშია შეუერთდა,  რომელიც დღეს ბრიფინგზე  „ლელოს“ თავმჯდომარემ  მამუკა ხაზარაძემ წარადგინა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, „ლელო“ გაფართოებას ერთ-ერთი მთავარი მიზნისთვის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთვის აგრძელებს.

„ჩვენ მიერ დაწყებული ბრძოლა იქნება უკომპრომისო და მიმართული იმისკენ, რომ „ქართული ოცნება” ჩამოვაშოროთ მმართველობას. ეს იქნება აბსოლუტურად ახალი რეალობა ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ იმისთვის შევიქმენით, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ იმ ჩიხიდან, რომელშიც  „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. ჩვენი პოლიტიკური პარტია პროფესიონალთა გუნდით კომპლექტდება. ჩვენ გვყავს უძლიერესი ეკონომიკური გუნდი და ზუსტად ვიცით, როგორ შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი და გავაორმაგოთ ეკონომიკა. გარდა ამისა, ყველაზე ძლიერი იურისტთა გუნდია “ლელოში” თავმოყრილი, რაც მოსახლეობას დაცულობის შეგრძნებას უქმნის. სწორედ ასეთი პროფესიონალები არიან საჭირო საქართველოს პარლამენტში“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბრიფინგის დროს ლევან სამუშიამ გუნდს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „ლელო“ არის ახალი სიტყვა პოლიტიკაში, რომელიც ყველაზე მთავარს, ადამიანის უფლებებს იცავს.

„ლელო“ არის ის იმედი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ქართულ პოლიტიკას. პარტია ორიენტირებულია ქვეყნის დასავლეთის მიმართულებით განვითარებისკენ. ჩემი პარტიაში გაწევრიანების მთავარი მიზეზი მათი იდეოლოგიაა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვას ემყარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდთან ერთად ქვეყანას მოვუტანთ სამართალს და ადამიანის უფლებები ზედმიწევნით დაცული იქნება,“- განაცხადა ლევან სამუშიამ.

ლევან სამუშიას „ლელოში“ გაერთიანებას გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე. მისი თქმით, გუნდი ღიაა ყველა იმ პოლიტიკოსისთვის, რომლებსაც “ლელოსთან“ საერთო ღირებულებები აერთიანებთ.

„ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ გვაქვს, ქვეყნის განვითარებისკენ არის  მიმართული. ჩვენთვის ლევან სამუშია ყოველთვის სამაგალითო პოლიტიკოსი იყო, რომელიც ებრძოდა დაჭაობებულ სისტემას და მისი შემოერთება არის მაგალითი იმისა, რომ პოლიტიკოსები ქვეყნის მომავლისთვის უნდა გავერთიანდეთ, რომ გამოვიდეთ იმ ჩიხიდან, სადაც მმართველმა გუნდმა შეგვიყვანა,“- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

თეგები: ლევან სამუშიალელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved