• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელო“ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საარჩევნო ოლქში არსებულ დარღვევებზე საუბრობს

ალია ავტორი - ალია
17:19 10-31-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პარტიის ცენტრალურ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გამართა და 12 საათიდან 14:00 საათამდე სხვადასხვა საარჩევნო ოლქში არსებულ დარღვევებზე ისაუბრა. 

დათუნაშვილის თქმით, დროის ამ მონაკვეთში გამოვლინდა დარღვევის 14 ფაქტი, რომლიდანაც  უმრავლესობა მოდის „ქართული ოცნების“ მხრიდან. დათუნაშვილმა ამომრჩევლებს დემოკრატიული არჩევანისკენ მოუწოდა. მისი თქმით, აუცილებელია ახალ ძალას და იმედს მისცენ ხმა. დღევანდელი არჩევნები კი ქართველი ხალხის გამარჯვებით დასრულდება.

„12:00 საათიდან ამ მომენტამდე 14-მდე დარღვევა დავაფიქსირეთ. ძირითადი აქცენტი მინდა გავაკეთო ამომრჩევლის მოსყიდვისა და მათი არჩევანზე ზეგავლენის ფაქტებზე. მასობრივად ხდება ასეთი შემთხვევები,“-განაცხადა თაზო დათუნაშვილმა და პარტიის ხელთ არსებული დარღვევები გაასაჯაროვა.

1. საბურთალოს #40 უბანი – უცნობმა პირმა, რომელიც არც კომისიის წევრია და არც დამკვირვებელი, აიღო სია უბნის ტერიტორიიდან, მაგიდიდან და გაიტანა გარეთ. 

2. საბურთალოს #31 უბანზე – პირი დარეგისტრირდა წარმომადგენლად და უბნის მახლობლად 60 მეტრიანი რადიუსის დარღვევით ეწევა ოცნების სასარგებლო აგიტაციას. 

3. კასპის #1 უბანზე ხმა მისცა პიროვნებამ, რომელიც გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირდებოდა. 

4. რუსთავის #55 უბანზე არ ხდება ამომრჩევლის იდენტიფიცირება, კერძოდ, კომისიის წევრი, ვინც ამოწმებს პირადობის მოწმობას, არ სთხოვს ამომრჩეველს პირბადის დროებით მოხსნას იდენტიფიცირებისთვის.

5. ქედის #3 უბანი, სოფელი ბორცვა – ადამიანებს აქვთ დასურათებული ამომრჩეველთა სიები, რომლებიც ძალიან ჰგავს სამაგიდო სიებს, ამ სიების მიხედვით გარკვეული პირები ახდენენ ამომრჩევლის იდენტიფიცირებას. 

6. ხულოში – სოფელ ზემო ვაშლოვანის უბანზე წარმომადგენელი ოცნებიდან ფოტოს უღებს ყველა ადამიანს, ვინც გამოცხადდება საარჩევნო უბანზე. 

7. ოზურგეთის #11 უბანზე, სოფელ ლაითურში, თავგასულობის ახალი სიმაღლე დაგვანახეს – უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოცნების კოორდინატორები პირდაპირ და ღიად არიგებენ ფულს ხმების სანაცვლოდ. 

8. ჭიათურაში #53 – სოფელ წასში და #31 სოფელ დარკვეთის საარჩევნო უბანთან, უბნის მახლობლად გაჩერებულია ოცნების წარმომადგენლების მანქანები, გაჰყავთ გვერდზე ადგილზე მისული ამომრჩეველი და სავარაუდოდ არიგებენ ფულს. 

9. მთაწმინდის #16, 10 და 23 უბნებზე – უბნების წინ ქართული ოცნების წარმომადგენლები დგანან დასურათებული სიებით და ინიშნავენ მომსვლელებს, ხოლო #12 უბანზე ფოტოებს უღებენ უბნის შესასვლელთან ამომრჩევლებს. სიები შეიცავს პირად ინფორმაციას. 

10. ხარაგაულის #36 უბანთან, სოფელ ისრალში, აიპის თანამშრომელი გიორგი ჭიპაშვილი და ქართული ოცნების წარმომადგენელი თემურ ჭიპაშვილი მოუწოდებენ ამომრჩეველს უბანთან, რომ ფოტოები გადაუღონ შემოხაზულ ბიულეტენს და აჩვენონ მათ. 

11. ფოთის #1 უბანი – ფიქსირდება სავარაუდო კარუსელის ფაქტი, ლელოს მხარდამჭერები, ერთი ოჯახიდან 4 ადამიანი გამოცხადდა უბანზე და მათ ადგილას სიაში უკვე ხელი მოწერილი დახვდათ ოთხივეს შემთხვევაში. 

12. ქუთაისის #74 უბანზე, დეზინფექციის მიზნით, დროებით შეწყდა კენჭისყრის პროცესი. ამ დროს კენჭისყრის დარბაზში დარჩა მხოლოდ დამლაგებელი, ყოველგვარი მეთვალყურეობის გარეშე. მცირე დროის შემდეგ კენჭისყრის პროცესი გაგრძელდა.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია
ახალი ამბები

„ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ 10 ფინალისტი გუნდი გამოვლინდა – ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი უკვე 5 წელია კონკურსის სტრატეგიული პარტნიორია

17:19 10-19-2026
თიბისი ემიგრანტებისთვის –
ახალი ამბები

თიბისი ემიგრანტებისთვის –

14:03 10-19-2026
სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზება: ულიმიტო ინტერნეტი, ულიმიტო სასაუბრო წუთები, დიდი მოცულობის პირობები სააქციო ფასად

11:14 10-19-2026
თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

20:25 10-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved