• რეკლამა
  • კონტაქტი
21:27, კვირა, 2 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი მთავარი

“ლელო” პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს და ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს

ალია ავტორი - ალია
17:42 09-15-2021
- მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

“ლელო” პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს და ოპოზიციასთან კონსულტაციებს იწყებს, ამის შესახებ “ლელოს” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ ბადრი ჯაფარიძემ  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

ბადრი ჯაფარიძემ, ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქარათველოსთვის” სახელით, განცხადება გააკეთა და უკანონო მოსმენები დაგმო. მისი თქმით, ქვეყანაში უკანონოდ უსმენენ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და სასულიერო პირებს.


“ორი დღეა ინფორმაცია ვრცელდება, რომ ინტერნეტ სივრცეში არსებობს 30 ათასამდე ფაილი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და საეკლესიო პირების თვალთვალის და მიყურადების შედეგად უკანონოდ მოპოვებულ ინფომაციას,” – ბადრი ჯაფარიძე. 

ჯაფარიძე ადასტურებს, რომ გავრცელებულ უკანონო ჩანაწებში მისი და ერთ-ერთი სასულიერო პირის კომუნიკაცია ჩანს. ჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ბატონი ლილუაშვილის, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მოსვლის აუცილებლობას ხედავს. 

“ვადასტურებ ინფორმაციას, სადაც ასახულია ჩემი და ერთ-ერთი სასულიერო პირის სატელეფონო კომუნიკაცია. ეს ნიშნავს, რომ მიმდინარეობდა მოსმენა, სხვაგვარად ასეთი სიზუსტით ვერ აისახებოდა მოცემულ ფაილებში აღნიშნული დიალოგი. როგორც, ჩანს მოსმენა ხორციელდება რიგი საჯარო და სასულიერო პირების მიმართაც, გადაუდებელი საჭიროებაა იმისა, რომ პარლამენტმა განიხოლოს ეს უპრეცედენტო ვითარება, აღმოჩნდა, რომ განურჩევლად ყველა ვართ უკანონო მიყურადების და თვალთვალის სუბიექტი. ამიტომ ფრაქცია ,,ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” იწყებს კონსულტაციებს ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან იმისათვის, რომ მოწვეულ იქნას პარლამენტის საგანგებო სხდომა, რისთვისაც საჭიროა პარლამენტის  სიით შემადგენლობის მეოთხედის მხარდაჭერა. აუცილებელია სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ბატონი ლილუაშვილის დასწრება  და ამისთვის ჩვენ დავიწყებთ საჭირო რაოდენობის ხმების შეგროვებას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ სახელმწიფოს დანგრევისკენ  მიმართული პრაქტიკა, რაც გულისხმობს უკანონო მიყურადებას, პირად ცხოვრებაში ჩარევას. ყველა იმ ადამიანმა, რომელიც დგას ამ საქმიანობის უკან, პასუხი  უნდა აგოს კანონის წინაშე, სრული სიმკაცრით,” – ბადრი ჯაფრიძე.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved