• რეკლამა
  • კონტაქტი
01:06, ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლელო” მეშახტეების შრომითი უფლებების დასაცავად

ალია ავტორი - ალია
18:59 09-17-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

„ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და ანა ბიბილაშვილი ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ტყიბულში მეშახტეებს შეხვდნენ და იქ არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.

შეხვედრისას მამუკა ხაზარაძემ ტყიბულის მეშახტეების სამუშაო პირობებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მეშახტეების შრომის უსაფრთხოების პირობები მინიმუმამდეა დასული, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. „ლელოს“ თავმჯდომარემ ტყიბულის საწარმოს გაუმართაობაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მისი ახალი და გამართული ტექნოლოგიებით აღჭურვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სერიოზული ახალგაზრდა პროფესიონალებითა და კონკრეტული გეგმით ვართ შეიარაღებულები, რომ ეს გაუსაძლისი მდგომარეობა შევცვალოთ. ვიცი, რომ შრომის პირობები ნებისმიერ სტანდარტზე შეუსაბამოა. თუ რეალური ცვლილება არ მოხდა საწარმოში, ამ ტექნოლოგიით და დღეის მდგომარეობით, პერსპექტივის შანსი მცირეა. ამიტომ ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით პროგრამაში გვაქვს შეტანილი, გვაქვს გეგმა, რომელიც 4 წელში ამ ქვეყანას რადიკალურად შეცვლის.  ტყიბულში უნდა მოვიზიდოთ სერიოზული ინვესტიცია, რომ ეს საწარმო გახდეს ეფექტური და არა ისეთი, როგორიც დღესაა. ტყიბულის საწარმოს 50% დღეს თითქმის დანაკლისია, რადგან ძველი ტექნოლოგია და შრომის რთული პირობებია. ასეთ პირობებში შრომა გადარჩენისთვის ბრძოლაა. თუ სიახლეზე არ გადავეწყვეთ, ასეთ მდგომარეობაში მოგვიწევს ყოფნა, რაც შეუძლებელია. მეშახტეობა არის ძალიან მძიმე და ვაჟკაცური პროფესია, ამ ადამიანებს სჭირდებათ სხვანაირი მხარდაჭერა და, უპირველეს ყოვლისა, შრომის უსაფრთხოების დაცვა. ლელოს „მარშალის გეგმით“ ჩვენ შევქმნით ისეთ პირობებს, სადაც ინვესტიცია შემოვა არამარტო ტყიბულში, არამედ ყველა იმ საწარმოში, რომელიც დღეს არის გაჩერებული ან არის ნაკლებად ეფექტური. ერთდროული ამოქმედება ქვეყნის ეკონომიკის არის ერთადერთი გამოსავალი. მარტივად რომ ვთქვათ, არამარტო ტყიბულს, არამედ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 წელში ქვეყანას შევცვლით უკეთესობისკენ, რადგან ჩვენ ვიცით, როგორ გავაკეთოთ საქმე,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ტყიბულში მეშახტეებთან შეხვედრის დროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ანა ბიბილაშვილმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც „ლელოსთვის“ უპირველესია და აღნიშნა, რომ მეშახტეებმა დაცულ გარემოში უნდა იმუშაონ.   

„ლელოსთვის“ პრიორიტეტული არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა. შესაბამისად, ყველაფერი უნდა მოერგოს იმას, რომ ადამიანები მუშაობდნენ და გრძნობდნენ თავს დაცულად,“- აცხადებს ანა ბიბილაშვილი.

თეგები: ანი ბიბილაშვილილელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ორი მედალი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში – განათლება გამარჯვებაა – თიბისი

15:28 07-29-2026
ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება
ახალი ამბები

ფარმაცევტის პროფესია PSP-ში ყოველდღე თავიდან ისწავლება

15:00 07-29-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები სპეციალურ ფასად!

13:18 07-29-2026
დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”
ახალი ამბები

დაავადება, რომლის მთავარი სიმპტომი ძლიერი ტკივილია – რას უყვება ცნობილი პროქტოლოგი “ალიას”

16:02 07-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved