• რეკლამა
  • კონტაქტი
23:23, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლელო გადადის ბოიკოტის რეჟიმში – განცხადება

ალია ავტორი - ალია
16:39 05-14-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

პარტია “ლელო” განცხადებას ავრცელებს და ბოიკოტს

დღეს, ქართულმა ოცნებამ საბოლოოდ გააფორმა ის რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ვამბობთ.
ქართული ოცნება ესაა რუსული ძალა, რომლის ერთადერთი მიზანი არის  საქართველოში ბიძინა ივანიშვილის რუსული ინტერესების სამსახურში ყოფნა.

ჩვენს ქვეყანას ბევრი ისტორიული დღე ახსოვს და ახსოვს ბევრი დიდი გამარჯვების დასაწყისი. როგორც წესი ყველა გამარჯვებას წინ ახლავს მოღალატეებისა და ქვეყნის გამყიდველების თვითლუსტრაცია და დღეს სწორედ ეს მოხდა. ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს და ემსახურებიან რუსეთს.
ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დაცვა ჩვენი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია.

ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთანაა ქართველი ხალხი, ქართული ოპოზიცია, რომელიც რუსული ხელისუფლების მხრიდან სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლია. დღეს ჩვენ ვიხილეთ ღია თავდასხმები პარლამენტში. ქართული ოცნება ძალადობს ყველგან, აქციებზე, ქუჩებში, სახლებში, კონსტიტუციურ ორგანოებში და ესაა მარცხისათვის განწირული რეჟიმის უკანასკნელი მცდელობები.

ლელო დგას ქართველი ხალხის გვერდით. სწორედ ამიტომ, დღეს – მაშინ როცა ყველა წითელი ხაზი გადალახულია. როცა საკანონმდებლო ორგანოში ღიად დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია ლელომ მიიღო გადაწყვეტილება გამოაცხადოს ბოიკოტი და აღარ მიიღოს მონაწლეობა პარლამენტის მუშაობაში.

ქართული ოცნება პარლამენტში დამარცხებულია, იგი გასულია პოლიტიკური პროცესიდან, არღვევს კონსტიტუციას და წარმოადდგენს უზურპატორ ივანიშვილს და პუტინს. მისი ერთადერთი ინსტრუმენტი ძალადობაა.

ლელო გადადის ბოიკოტის რეჟიმში. ჩვენი გზა არის და იყო ქართველი ხალხის გვერდით დგომა. ჩვენ სწორედ ამ ერთობის ნაწილი ვართ. ამ ერთობის ინტერესებს ვიცავდით პარლამენტში მანამ სანამ ეს ლოგიკურ ჩარჩოებში ჯდებოდა და შესაძლებელი იყო. დღევანდელი ძალადობისა და ღალატის აქტის – რუსული კანონის მიღების შემდეგ ჩვენ ვფიქრობთ რომ პარლამენტში  მუშაობის რესურსი აღარ არსებობს და ბოიკოტი არის ის ერთადერთი ლეგიტიმური გზა, რომელითაც რეჟიმს უნდა დავუპირისპირდეთ. 

ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით, რადგან წარსულს მომავალთან არასოდეს გაუმარჯვია.
საქართველოს მომავალი ნატოსა და ევროკავშირშია!

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved