• რეკლამა
  • კონტაქტი
05:07, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ლელო” დაპატიმრებული ექიმების მხარდასაჭერად

ალია ავტორი - ალია
18:58 08-07-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
785

“ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს, რომელიც ექიმების, ვახტანგ ყიფიანის და გიორგი ლობჟანიძის დაპატიმრებას ეხებოდა. ისინი ექიმების აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვენ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის თქმით, მედპერსონალის დაპატიმრებით „ქართულმა ოცნებამ“ ჯანდაცვის სექტორზე იერიში მიიტანა და მედიცინის ყველა მუშაკის ღირსება შელახა.

„ქართული ოცნება“ აგრძელებს იერიშს მიტანას ჯანდაცვის სექტორზე და ამჯერად უკვე ექიმების და მედპერსონალის დაპატიმრებით ცდილობს, გააჩუმოს სამედიცინო საზოგადოება. ვახტანგ ყიფიანის და გიორგი ლობჟანიძის დაპატიმრება არის მედიცინის ყველა მუშაკის ღირსების შელახვა და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. დღეს ეკატერინე ტიკარაძე სათავეში უდგას სამედიცინო სფეროში მიმდინარე სადამსჯელო ოპერაციას, რომელმაც 520 დადგენილების მიღებიდან შეუქცევადი ხასიათი შეიძინა. ამ ოპერაციის ნაწილია არა მხოლოდ სამედიცინო სექტორის ფინანსური შევიწროება, არამედ ის საკანონმდებლო ცვლილებებიც, რომელსაც სრულიად სამედიცინო საზოგადოება ეწინააღმდეგება. უკანასკნელ თვეებში, საქართველო გაუმკლავდა პანდემიას სწორედ ექიმების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, ხოლო “ქართული ოცნება”, მადლიერების ნაცვლად, ექიმების დაშინებით და დაპატიმრებით არის დაკავებული,“-განაცხადა საბა ბუაძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, საქმეში არაჯანსაღ ჩარევას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ გამოძიება 2019 წლის მარტში დაიწყო, ხოლო ყიფიანი და ლობჟანიძე სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში დააპატიმრეს, რაც ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს წარმოშობს.

„გიორგი ლობჟანიძე ორსული მეუღლის და ოჯახის თანდასწრებით, შეიარაღებულმა სპეცრაზმი დააპატიმრა, რაც ნათლად წარმოაჩენს ქართული ოცნების ღირსების შემლახავ დამოკიდებულებას ექიმების მიმართ. მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილის პროკურატურას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ექიმების დევნა და შეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება ვახტანგ ყიფიანის მიმართ. ასევე, მოვუწოდებთ ეკატერინე ტიკარაძეს, დააფიქსიროს სამინისტროს ოფიციალური პოზიცია აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, აცხადებს ბუაძე.

ბრიფინგის მსვლელობისას ექიმების დაპატიმრების საქმეს შეეხო „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილიც და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი არის სამედიცინო პერსონალის ღირსების შელახვა.

„ეს გადაწყვეტილება შეურაცხმყოფელია ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ის ფორმა, რა ფორმითაც იქნენ ექიმები დაპატიმრებულნი. სამწუხაროდ, ის რთავს იმ შიშის მანქანას, რომლითაც უახლოესი სამი თვის განმავლობაში გეგმავს, ჩაატაროს საარჩევნო კამპანია. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ, ორივე დაკავებულს შეეცვალოს აღმკვეთი ღონისძიება, რადგან ეს არის მთელი სამედიცინო საზოგადოების ღირსების საკითხი,” – აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.

თეგები: ლელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved