• რეკლამა
  • კონტაქტი
13:07, კვირა, 6 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლელა კალიჩენკომ დანიელ მუმლაძე და გურამ ხუტაშვილი პატიმრობაში დატოვა

ალია ავტორი - ალია
13:38 01-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 23 წლის დანიელ მუმლაძე და 26 წლის გურამ ხუტაშვილი პატიმრობაში დატოვა.

ორივე მათგანს რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული, შსს-ს კუთვნილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერების დაზიანებას ედავებიან.

დაკავებულები ბრალს აღიარებენ და თანამშრომლობენ გამოძებასთან. ერთ-ერთმა მათგანმა დღეს სიტყვითაც მიმართა მოსამართლეს და უთხრა, რომ არ მიემალებოდა გამოძიებას იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე უფლებამ მისცემდა, თავისუფლებაზე ყოფილიყო.

დღევანდელ პროცესზე უდავოდ იქნა ცნობილი პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, ეს იმას ნიშნავს, რომ დაკავებულები გამოძიებაზე გავლენას ვეღარ მოახდენენ. გარდა ამისა, დაკავებულებიდან ერთ-ერთი სოციალურად დაუცველია, მეორე ბრალდებულს კი 3 წლამდე შვილი ჰყავს და ერთადერთი მარჩენალია ოჯახში.  თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ არცერთი გარემოება არ გაითვალისწინა და ორივე ახალგაზრდა მაინც  პატიმრობაში დატოვა.

“დანიელ მუმლაძეს ჰყავს სამ წლამდე შვილი, მუშაობდა მიმტანად და მიჰქონდა სახლში ქირის და ბავშვის აღზრდისთვის ფული. ის, რომ ეს ფაქტი ასეთი ადამიანი უკანონოდ გავა ქვეყნიდან და დაემალება სასჯელს, სადაც საპროცესო დახმარებას ითხოვს და ხალხის დახმარებით სრულად ანაზღაურებს ზიანს, არის სიგიჟე. ის არგუმენტი, რომ დანიელ მუმლაძე თვითონ კი არ სჩადიო დანაშაულს, არამედ სხვას დაეხმარა დანაშაულსი ჩადენაში და მომავალშიც შეიძლება დაეხმაროსო, ამის გამო პატიმრობაში უნდა იყოსო, ეს სცდება სამართლებრივ შესაძლებლობას”.- ამბობს ადვოკატი. 

დანიელ მუმლაძე 9 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით  (ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა
ახალი ამბები

სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხსნა

11:26 09-05-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved