ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, რომელმაც საქართველოს მოქალაქეები, ამომრჩველები ინტელექტის მიხედვით დაყო, ტვ პირველთან დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ამბობს:
“არსებობს მეცნიერება, რომელშიც ამ კონკრეტულ განცხადებაში იყო საუბარი. ეს არც “ოცნების” მოგონილია და არც პრემიერის. ზოგადად IQ იყოფა იმისდა მიხედვით, როგორი აქვს კონკრეტულ ადამიანს. არის მეცნიერება და ეს მეცნიერება იმსახურებს იმას, რომ არსებობდეს და ამაზე დაყრდნობაც არის ლეგიტიმური”
როგორც ხედავთ, ზოგადი IQ – დეპუტატმა განმარტა, როგორც ვარაუდობენ, მოსალოდნელია, დღის მეორე ნახევარში, უკვე კონკრეტული IQ–ც განმარტოს.
ირაკლი კობახიძემ რუსული კანონის მოწინააღმდეგე ახალგაზრდებს საშუალო ინტელექტის მქონეს უწოდებს და ამბობს, რომ კვლევის მიხედვით, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში მისი პარტიის მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო.
კომენტარები