ოფთალმოქირურგია მედიცინის ერთ–ერთი სწრაფად განვითარებადი დარგია. დღეს ისეთი ოპერაციები იგეგმება, რომლებზეც ვერც კი ვიოცნებებდით, რამდენიმე ათეული წლის წინ და რაც მთავარია, სულ უფრო და უფრო უმტკივნეულო, ზუსტი, სწრაფი ტექნოლოგიებით. ახალი ტექნოლოგია კარგია, კიდევ უფრო კარგია, – თუ სწრაფად ინერგება ქართულ კლინიკებში. დღეს ნიუ ჰოსპიტალსის ექიმი, ოფთალმოქირურგი, შოთა თადუმაძე მოგვიყვება ლაზერული კორექციის უახლეს მეთოდებზე.
შოთა თადუმაძე რეფრაქციული ქირურგიის ამერიკული საზოგადოების წევრია, ასევე საქართველოს ვიტრორეტინოლოგთა ასოციაციის ასოცირებული წევრი და ოფთალმოლოგთა საზოგადოების წევრი. პროფესიული, სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს გერმანიაში, “ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკა“–ში.
– რა სახის პრობლემებს აგვარებს ლაზერული კორექცია?
– ლაზერული კორექცია აგვარებს რეფრაქციულ დარღვევებს – მდგომარეობებს, რა დროსაც სინათლე ბადურაზე სწორად ვერ ფოკუსირდება და ადამიანს მკაფიო მხედველობისთვის სათვალე ან კონტაქტური ლინზა სჭირდება. ყველაზე ხშირი პრობლემებია ახლომხედველობა, შორსმხედველობა და ასტიგმატიზმი.
პროცედურის მიზანია რქოვანას ფორმის შეცვლა. შედეგად პაციენტი ყოველდღიურ ცხოვრებაში იღებს მკვეთრ, კონტრასტულ მხედველობას, რომელიც უმეტესწილად, მთელი
ცხოვრების განმავლობაში შენარჩუნდება.
– ვისთვის არის რეკომენდებული? ხომ არ არიან გამონაკლისი ჯგუფები, ან ასაკობრივი, ან რამე ტიპის დაავადების გამო, ვისთვისაც არ შეიძლება მისი ჩატარება?
– ლაზერული კორექცია რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს რეფრაქციული პრობლემა და სურს სათვალისა და ლინზის გარეშე მკაფიო მხედველობის მიღება.
არსებობს გარკვეული შეზღუდვები:
- 18 წლამდე ასაკი;
- ორსულობა და ლაქტაცია — ჰორმონული ცვლილებების გამო პროცედურა გადაიდება;
- კერატოკონუსი ან მასზე ეჭვი – გამოხატულად თხელი ან არათანაბარი რქოვანა;
- აქტიური ანთებითი ან ინფექციური დაავადებები.
ლაზერული კორექციისთვის ასაკობრივი ზედა ზღვარი მკაცრად განსაზღვრული არ არის.
– რამდენად პერსონიზებული და ინდივიდუალურია ლაზერული კორექციის პროცედურა თითოეული პაციენტისთვის?
– თანამედროვე ლაზერული კორექცია სრულად პერსონიზებული პროცესია. თითოეული პაციენტი გადის დეტალურ დიაგნოსტიკას: რქოვანას ტოპოგრაფიასა და ტომოგრაფიას, სისქის და ბიომექანიკის შეფასებას, თვალის გარდატეხის ძალის ანალიზს, თვალის ზედაპირის და ბადურის კვლევას.
ამ მონაცემების საფუძველზე იგეგმება ინდივიდუალური აბლაციის პროფილი და ირჩევა ყველაზე შესაფერისი მეთოდი. ჩვენ კლინიკაში ეს მეთოდებია – ფემტო-LASIK, TransPRK თუ SmartSight.
– რა მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ტექნოლოგიებს ლაზერული კორექციის უსაფრთხოებისა და შედეგების ხარისხის კუთხით?
– თანამედროვე ტექნოლოგიებმა ლაზერული კორექცია მნიშვნელოვნად უფრო ზუსტი და უსაფრთხო გახადა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილი პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას ვიმუშაოთ მაქსიმალური სიზუსტით:
განსაკუთრებით საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა წარმატებით SmartSight პროცედურები – უახლესი თაობის, მინიმალურად ინვაზიური ლაზერული მეთოდი.
– რა არის SmartSight და რა უპირატესობა აქვს?
– SmartSight არის ფემტო ლაზერზე დაფუძნებული ტექნოლოგია, რა დროსაც პროცედურა ტარდება მინიმალური ზომის განაკვეთით. ეს კი თავის მხრივ რიგ უპირატესობებს იძლევა:
- რქოვანას ბიომექანიკის მაქსიმალური შენარჩუნება;
- მშრალი თვალის რისკის შემცირება;
- სწრაფი და კომფორტული რეაბილიტაცია;
- მაღალი უსაფრთხოება აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის;
- სტაბილური შედეგი მაღალი დიოპტრიების დროსაც.
– თქვენი პირადი გამოცდილებით, როგორ აფასებენ თქვენი პაციენტები ამ მეთოდს?
– „SmartSight-ის პირველი შემთხვევები ჩვენთვის დიდი პროფესიული პასუხისმგებლობა იყო. პაციენტებმა პროცედურა საოცრად კომფორტულად შეაფასეს – პრაქტიკულად მეორე დღიდან ჰქონდათ მკვეთრი მხედველობა და მინიმალური დისკომფორტი.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მშრალი თვალის სიმპტომების ნაკლებობა და რქოვანას სტაბილურობა. ეს მეთოდი რეალურად ცვლის წარმოდგენას ლაზერულ კორექციაზე და გვაძლევს სრულიად ახალ შესაძლებლობებს რთულ შემთხვევებშიც.
– თხელი რქოვანა – თვალდაყოლების სისტემა (aitracking-ზე) ფლეპი – ანთალის გარეშე კეთდება… – შეგიძლიათ აგვიხსნათ რა არის ეს კონკრეტულად?
– თხელი რქოვანა ნიშნავს ნაკლებ სტრუქტურულ რეზერვს, რის გამოც საჭიროა განსაკუთრებული დაგეგმვა. თანამედროვე სკანერებით წინასწარ ვაფასებთ რისკებს და ხშირად სწორედ SmartSight–ია ყველაზე უსაფრთხო არჩევანი.
Eye-tracking ლაზერის მუშაობისას რეალურ დროში აკონტროლებს თვალის მიკრომოძრაობებს და პაციენტის მხრიდან თვალის მოძრაობის მიუხედავად, ლაზერის სხივი ყოველთვის სამიზნეში ხვდება.
ეს მეთოდი მინიმუმამდე ამცირებს მექანიკურ ჩარევას ქირურგის მხრიდან და მოქმედება მხოლოდ ლაზერით სრულდება. ეს კი თავის მხრივ ამცირებს გართულებების რისკს, წარმატების საფუძველი არის ტექნოლოგიისა და ქირურგის გამოცდილების ერთობლიობა.
– რამდენად სწრაფად ხდება მხედველობის აღდგენა ლაზერული კორექციის შემდეგ და როგორია რეაბილიტაციის პერიოდი?
– ფემტო-LASIK-ის შემდეგ პაციენტების უმეტესობა უკვე მეორე დღიდან მკვეთრ გაუმჯობესებას გრძნობს. SmartSight-ის შემთხვევაში აღდგენა კიდევ უფრო კომფორტულია. საბოლოო სტაბილიზაცია რამდენიმე კვირაში ხდება. რეაბილიტაცია მოიცავს პოსტოპერაციულად თვალის წვეთების მოხმარებას, დროებით შეზღუდვებს სპორტსა და წყლის პროცედურებზე და გეგმიურ ოფთალმოლოგიურ ვიზიტებს.
– და ბოლოს, შეჯამებისთვის, რა უპირატესობებს სთავაზობს პაციენტებს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი?
– ჩვენი ცენტრი აერთიანებს უზუსტეს სადიაგნოსტიკო სისტემას, მსოფლიოში წამყვან
ტექნოლოგიებს და გამოცდილ გუნდს.
SmartSight-ის დანერგვამ ქართველ პაციენტებს მისცა წვდომა ყველაზე ინოვაციურ მეთოდზე ქვეყნის დატოვების გარეშე. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ სათვალის მოცილება, არამედ მაღალი ხარისხის, ბუნებრივი და გრძელვადიანი მხედველობა მაქსიმალური უსაფრთხოებით.
(R)














კომენტარები