• რეკლამა
  • კონტაქტი
16:43, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმა რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური ანგარიშსწორების ნიშნებს ატარებს – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ალია ავტორი - ალია
14:52 02-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
142

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება  ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ფაქტს და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება და ჩაატარონ გადაუდებელი საპროცესო მოქმედებები:

,,2025 წლის 11 თებერვლის დილას, დაახლოებით 9 საათზე, მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილმა სოციალ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც მასზე თავდასხმის შემდგომი მომენტია ასახული. გაბიტაშვილი ყვება, რომ მას საკუთარ სახლთან ახლოს თავს დაესხა სამი ნიღბიანი ადამიანი. კადრებში, ლაშა გაბიტაშვილს სახეზე ეტყობა ფიზიკური დაზიანების ხილული ნიშნები. აღსანიშნავია, რომ ლაშა გაბიტაშვილი იანვრის თვეში აბუ-დაბის ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარი ინციდენტის მონაწილეა, სადაც კრიტიკული პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის გამო, ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ზარქუა და ყოფილი დეპუტატი, ვიქტორ სანიკიძე მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტის დროს, ვიქტორ სანიკიძე გაბიტაშვილს მიმართავს სიტყვებით: “თბილისში ხომ ჩამოხვალ”, სადაც შესაძლებელია მუქარის შემცველი შინაარსის წაკითხვა.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი ფაქტი აქტიურ მოქალაქეებზე თავდასხმის პირველ შემთხვევა არ არის. გაბიტაშვილზე ძალადობა აქტივისტებსა და პროტესტში ჩართულ ადამიანებზე ფიზიკური ანგარიშსწორების უკვე კარგად დამკვიდრებული ტენდენციის გაგრძელებაა. 2024 წელს, ჯერ აპრილის, შემდგომ კი ივნისის თვეში ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა აქტივისტი ნიკო მანაგაძე. 2024 წელს თავს დაესხნენ პოლიტიკოსსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს, გიორგი მუმლაძეს. სულ ცოტა ხნის წინ მოტყუებით ავტომობილიდან გადაიყვანეს გორში მცხოვრები აქტივისტი ვახტანგ ფიცხელაური, რომელიც შემგომ გაიტაცეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. საგულისხმოა, რომ სამივე მითითებულ შემთხვევაზე გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს და მას არ გამოუკვეთია ინციდენტებში მონაწილე პირები. მიუხედავად იმისა, რომ რიგ ეპიზოდებში, მაგალითად, ნიკო მანაგაძის საქმეში დაფიქსირებულია თავდამსხმელთა სახეები, სამართალდამცავ ორგანოებს არ მოუხდენიათ მათი იდენტიფიცირება და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

ე.წ. “ტიტუშკების” მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდნენ ასევე ჟურნალისტებ

ძალადობის შემთხვევების დემონსტრაციული შეწყნარება და ეფექტური რეაგირების არარსებობა წარმოშობს შეკითხვებს როგორც მოქალაქეებზე თავდასხმის დამკვეთების, ისე სამართალდამცავი ორგანოების მიერ მათი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულების შესახებ. იმ ფონზე, როდესად შინაგან საქმეთა სამინისტრო რუტინულად აწარმოებს პოტენციური ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირებას, მათ შორის, სახის ამომცნობი ტექნოლოგიების გამოყენებით და ათასობით ადამიანს გზის გადაკეტვის გამო სასამართლოში იბარებს, როგორც მინიმუმ არასარწმუნოდ გამოიყურება, რომ თავდასხმების ზემოაღნიშნულ შემთხვევებში, საჭირო საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების მიუხედავად, პასუხისმგებელი პირები ამ დრომდე ვერ გამოიკვეთა. აშკარაა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულები არ არიან დაინტერესებული აქტივისტებზე თავდასხმის შემთხვევების გამოძიებით, რაც, როგორც მინიმუმ, შეიცავს სამსახურებრივი გულგრილობის დანაშაულის ნიშნებს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ოქტომბერში, ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, “Human Rights Watch”, სპეციალური შეფასებით გამოეხმაურა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირებსა და აქტივისტებზე ფიზიკური ძალადობის ფაქტებს. ორგანიზაცია მიუთითებს ეფექტიანი გამოძიების საჭიროებაზე, რომელიც გამოკვეთს ინციდენტში მონაწილე პირთა ვინაობას, და ასკვნის, რომ მსგავსი დანაშაულების ჩამდენი პირების დაუსჯელობა შეიცავს მომავალში პოლიტიკური ძალადობის გაგრძელების მკაფიო რისკებს. საგულისხმოა, რომ სწორედ პოლიტიკური ძალადობის შემთხვევების არასათანადო გამოძიების შედეგია აქტივისტებზე განგრძობადი თავდასხმები, რომელშიც მონაწილე პირებსაც, შესაძლოა, მიღებული ჰქონდეთ სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • შეწყვიტოს დანაშაულებრივი გულგრილობის პრაქტიკა და უზრუნველყოს აქტივისტებზე თავდასხმის სათანადო გამოძიება;
  • უზრუნველყოს ლაშა გაბიტაშვილზე თავდასხმის ეპიზოდის ეფექტიანი გამოძიება და ჩაატაროს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ამოიღოს პერიმეტრზე განთავსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები, გამოკითხოს ინციდენტის შესაძლო თვითმხილველები და სწორი კვალიფიკაციით, შესაძლო პოლიტიკური მოტივის გამოკვეთით წარმართოს საქმის გამოძიება.”
თეგები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved