“ტოკიო 2020”-ის ოქროს მედალოსანმა ლაშა ბექაურმა “კია საქართველოსგან” საჩუქრად მანქანა მიიღო.
ქართველი ძიუდოისტი Kia Proceed GT-ის 2021 წლის მოდელის მფლობელი გახდა, რომლის რისკებიც ალდაგშია დაზღვეული.
“პირველ რიგში, გვსურს მივულოცოთ როგორც ლაშა ბექაურს, ისე სრულიად საქართველოს ტოკიო 2020-ის გამარჯვებები! გვიხარია, რომ მოგვეცა საშუალება დავაჯილდოვოთ ის ადამიანი, რომელმაც საქართველოს სახელით პირველი მედალი მოიპოვა. გვეამაყება და წარმატებას ვუსურვებთ ლაშა ბექაურს, რომელიც, დარწმუნებული ვართ, მზადაა, კიდევ არაერთი გამარჯვებისთვის”, – აცხადებენ “ალდაგში”.
28 ივლისს, მხრის ტრავმის მიუხედავად, ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა, რამაც საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. ფინალამდე ბექაურმა ოთხი მეტოქე: პოლონელი პიოტრ კუჩერა, ებრაელი ლი კოჩმანი, უზბეკი დავლატ ბობონოვი და რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი მიხაილ იგოლნიკოვი დაამარცხა.
კომენტარები