ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური (90 კგ) ოლიმპიადის ფინალში გავიდა. 24 წლის ქართველმა სპორტსმენმა ნახევარფინალში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ტატო მოსახლიშვილი დამატებით დროში დაამარცხა.
ბექაურმა იქამდე ბულგარელ ივაილო ივანოვს ვაზარით, სამხრეთკორეელ ჯუიეოპ ჰანს კი იპონით მოუგო.
ფინალში ბექაური იაპონელ საშირო მურიოს დაუპირისპირდება.
კომენტარები