„ლამის გისოსები გამოანგრიოს,“- ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გორის სამხედრო ჰოსპიტალის პალატიდან.
ხაბეიშვილი ყურადღებას პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის მხნეობასა და სიმტკიცეზე ამახვილებს და მხარდამჭერებს ბრძოლისაკენ მოუწოდებს.
„ლამის გისოსები გამოანგრიოს. მოუსმინეთ დატყვევებული კაცის მხნეობას, სიმტკიცეს, სიტყვებს და უბრალოდ იბრძოლეთ თქვენი სამშობლოსთვის – მიშას მიმართვა.
დაბადების დღეს გილოცავ მიშა,“- წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.
კომენტარები