• რეკლამა
  • კონტაქტი
03:44, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ლამაზქალაქელი დომენიკოსავით, სიყვარულით, მზით და უთქმელი სევდით სავსე”

ალია ავტორი - ალია
22:48 02-06-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
82

ჟურნალისტი, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდმაყურებელთა თეატრის ყოფილი დირექტორი, მედეა ჩარკვიანი, სოციალურ ქსელში, ზაზა ხალვაშის ფოტოს აზიარებს და წერს:

შეგახსენებთ, რეჟისორი, ზაზა ხალვაში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

“ზაზ… ვერასოდეს ვიფიქრებდი თუ შენზე წარსულ დროში ვისაუბრებდი… რაც თავი მახსოვს… სულ მახსოვხარ… ლამაზქალაქელი დომენიკოსავით… რაღაცნაირი სევდით… ვმეგობრობდით… საოცრად ყურადღებიანი, მზრუნველი, ინტელიგენტური, თავმდაბალი, თბილი ადამიანი იყავი… არაჩვეულებრივი ქალაქელი, ნაღდი ბათუმელი, ღირსეული შემოქმედი სიყვარულით, მზით და უთქმელი სევდით სავსე?

ფილმში რომ მიმიწვიე, სიხარულით გული მიფრიალებდა…რომ იცოდე, რა ბედნიერი ვიყავი გადაღებებზე და განა მარტო მე!? ყველანი… ხომ მოგაცემინეთ პირობა – ახალ ფილმში გადაგიღებთო… მთელი დღეა გულგაგლეჯილი ვარ… ყოველი მეორე პოსტი ჩემს კედელზე შენს შესახებაა – შენი კაცობის, სიყვარულის, ნიჭიერების ამბები კრიალოსანივით ჩამოიმარცვლა…

ზაზ, ხომ ამბობდი ფილმი “ლოტო” ბათუმურ წვიმაზე, ჩვენს ბავშვობასა და ფერად სიყვარულზეაო…რა გადაიტანს უშენობის სევდას, ჩვენს შავ-თეთრ ფილმს დაზოლილი კადრებივით რომ შემორჩება… რა გადაიტანს გადასაღები მოედნის მონატრებას?! რა გადაიტანს შენს ომახიან “გადაღებულიას” სადღაც უსასრულობაში ჩაკარგულს!? რა გადაიტანს შენს ვერდაბრუნებას, სადღაც მარადისობაში გადასულს!? რა გადაიტანს შენს უსაშველო მონატრებას – უკანასკნელი ფოთოლივით ჩვენს სულში ჩაკარგულს!? რა გადაიტანს ნინოს ხილვას – ფრთამოტეხილს და სიყვარულის ცრემლით გულგაბზარულს???და მაინც როგორ გვიღალატე, ზაზ, რა დამანგრევლად წახვედი და არც ვიცოდი, – როგორ მყვარებიხარ… და მარტო მეე!?. მთელ საქართველოს??? ვერაფერს გეტყვი, ზაზ, ერთი ვიცი მხოლოდ, მეგობარო: მშვიდობით – არა.. ნახვამდის”

თეგები: მედეა ჩარკვიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved