• რეკლამა
  • კონტაქტი
12:51, კვირა, 9 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლაგოდეხში ბიზნესმენის მკვლელობისა და გამოძალვის საქმეზე კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვს დაუსწრებლად ბრალი წარედგინა

ალია ავტორი - ალია
10:34 11-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობისა და გამოძალვის საქმეზე დაუსწრებლად წაუყენა ბრალი. უწყების ცნობით, მამედოვმა, რომელიც ამჟამად მიმალვაშია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ორ ბიზნესმენს ქურდული სამყაროს წესების დაცვით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა და მათგან ჯამში 300 000 დოლარის გამოძალვას ცდილობდა.

გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთ შემთხვევაში მუქარის შემდეგ მამედოვმა ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა ორ პირს, რომლებმაც 2025 წლის 25 ივნისს დაზარალებული ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. მეორე შემთხვევაშიც მკვლელობის შეკვეთის მცდელობა აღკვეთა პოლიციამ – დამქირავებელი პირი 6 ნოემბერს დააკავეს მკვლელობის მომზადებისთვის.

პროკურატურის განცხადებით, დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით, ხოლო მამედოვს – განზრახ მკვლელობის, მკვლელობის მომზადებისა და გამოძალვის ეპიზოდებზე.

დანაშაულები ითვალისწინებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას.

ელმურაზ მამედოვი ინტერპოლის წითელი ცირკულარით არის ძებნილი.

საქართველოს პროკურატურამ, დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ერთ პირს, ხოლო  დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის; დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვისთვის „ქურდული სამყაროს“ წევრს და კრიმინალურ ავტორიტეტს ელმურაზ მამედოვს დაუსწრებლად ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მიმალვაში მყოფი „ქურდული სამყაროს“ წევრი და კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ ბიზნესმენს „ქურდული სამყაროს“ წესებიდან გამომდინარე, მოკვლის მუქარით სძალავდა 100 000 აშშ დოლარს.

დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მან ორ პირს ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა, რომლებმაც 2025 წლის 25 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჯგუფურად მოკლეს დაზარალებული. ორივე პირი იმავე დღეს იქნა დაკავებული. მათ მიმართ ამჟამად საქმის განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს.

გამოძიებით ასევე დგინდება, რომ ელმურაზ მამედოვმა ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრებ სხვა ბიზნესმენს „ქურდული სამყაროს“ წესებიდან გამომდინარე, სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200 000 აშშ დოლარი მოსთხოვა, ასევე ზემოქმედების მიზნით გადაუგზავნა მის მიერ შეკვეთით მოკლული ბიზნესმენის ფოტო.
დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ მან ერთ პირს ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთა, რომელმაც დაზარალებულის გადაადგილების და სავაჭრო მაღაზიის მდებარეობის შესწავლა დაიწყო. იგი 2025 წლის 6 ნოემბერს მკვლელობის მომზადებისას სოფელ კაბალში იქნა დაკავებული. ბრალდებულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ბიზნესმენის მკვლელობისთვის გამიზნული ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

დაკავებულს  ბრალდება წარედგინა დამამძიმებელ გარემოებებში, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით.

ელმურაზ მამედოვს დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის მომზადების; ასევე ჯგუფურად, ანგარებით და შეკვეთით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის „ი“ და „ნ“  ქვეპუნქტებით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

ბრალად წარდგენილი დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე  შეეფარდათ. 

საზღვარგარეთ მყოფი „ქურდული სამყაროს“ წევრისა და კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეებიდან გამომდინარე  უკვე გამოცხადებულია ძებნა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით, – ნათქვამია განცხადებაში, – ნათქვამია განცხადებაში.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved